„2025 წელი ემისიების მოცულობით რეკორდული იყო. კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე არსებული დინამიკა კვლავაც მზარდია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ კომპანია „ნუტრიმაქსის“ სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკატერინე მიქაბაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ემიტენტების გამოჩენა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ როლს კომპანიებისთვის გრძელვადიანი რესურსების მოზიდვის მიმართულებით.

🌐 ვრცლად - bit.ly/სებ-ნუტრიმაქსი