არ გაჩერების კულტურა - ინტერვიუ საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალი...
ძლიერი ორგანიზაციული
კულტურა თანამშრომლებს
აძლევს მიმართულებას,
აერთიანებს მათ საერთო
მიზნის გარშემო და ქმნის
გარემოს, სადაც ადამიანები
საკუთარი პოტენციალის
სრულად რეალიზებას
ახდენენ. როგორ ყალიბდება
და ვითარდება ასეთი
კულტურა საქართველოს
ერთ-ერთ ყველაზე დიდ
ორგანიზაციაში, რა
მნიშვნელობა აქვს „არ
გაჩერების“ პრინციპს და
როგორ უწყობს ხელს ის
თანამშრომლებისა და
ბიზნესის წარმატებას - ამ
საკითხებზე საქართველოს
ბანკის ადამიანური
კაპიტალისა და
თანამშრომელთა
კმაყოფილების
მიმართულების
ხელმძღვანელი, ელენე
ოქრომჭედლიშვილი
გვესაუბრება.საქართველოს
ბანკის მთავარი მოწოდებაა
“არ გაჩერდე” - რას ნიშნავს
არ გაჩერების კულტურა
ორგანიზაციული
თვალსაზრისით?საქართველოს
ბანკი გამოირჩევა მუდმივი
განვითარებით და
გაბედულობით. მუდმივი
მოძრაობა და წინსვლა არის
ის, რაც გვაცოცხლებს და
გვაძლევს შესაძლებლობას,
შევქმნათ ახალი,
ინოვაციური პროდუქტები,
მუდმივად ვიფიქროთ იმაზე
თუ რა სჭირდება
მომხმარებელს და ასევე
ვიზრუნოთ ჩვენი გუნდის
თითოეულ
წევრზე.განვითარება
ძალიან საინტერესო
პროცესია, რომლის დროსაც
ხდება აღმოჩენები,
საკუთარი ძალების
მოსინჯვა და
შესაძლებლობების
გაფართოება.შევუწყოთ ხელი
ადამიანებს
(მომხმარებლებს და
თანამშრომლებს) საკუთარი
პოტენციალის მაქსიმალურ
რეალიზებაში - ეს არის
ჩვენი დევიზი. ყველა
ინიციატივა ამ იდეის
გარშემო ტრიალებს.როგორ
ხდება ორგანიზაციაში,
9000-მდე თანამშრომელში არ
გაჩერების კულტურის
წახალისება და მათი
მოტივირება?მუდმივ
მოძრაობას აუცილებლად თან
უნდა ახლდეს მიმართულება
და შინაარსი. კერძოდ, უნდა
გვესმოდეს საით მივდივართ
და რისთვის ვაკეთებთ იმას
რასაც ვაკეთებთ.
ჩატარებული შიდა
კვლევების შედეგების
მიხედვით, თანამშრომლებს
მოსწონთ და ეამაყებათ, რომ
არიან წარმატებული გუნდის
ნაწილი და აქვთ
შესაძლებლობა,
განვითარდნენ.ჩვენ კარგად
გვაქვს გააზრებული ის, თუ
რა როლი უკავია ჩვენს
ორგანიზაციას ქვეყნის
ეკონომიკის განვითარებასა
და მომხმარებლების
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია, ბანკში
თითოეულ გუნდს ესმოდეს თუ
რა როლს ასრულებენ ისინი
მომხმარებლებისთვის
ღირებულების
შექმნაში.მსოფლიოში
საუკეთესო ციფრული ბანკის
უკან დგას ადამიანთა დიდი
ერთობლიობა, რომლებმაც
“არ-გაჩერებით” შექმნეს
გლობალურად საუკეთესო
პროდუქტი. ამ პროცესში
მონაწილეობა გვავსებს
სიამაყის
შეგრძნებით.ყველაზე დიდი
მოტივაციაა, როდესაც უკან
მოიხედები და დაინახავ,
რამდენი რამე შექმენი შენს
გუნდთან ერთად და რა
დადებითი გავლენა
მოახდინა ამ ყველაფერმა
სხვა ადამიანების
ცხოვრებაზე.ამასთან,
გვაქვს არაერთი
ინიციატივა, რომელიც
მიზნად ისახავს
თანამშრომელთა ჩართულობის
გაზრდას. წელიწადში
რამდენჯერმე ვზომავთ
თანამშრომლების
კმაყოფილების
მაჩვენებელს, ვუსმენთ
თითოეულ მათგანს და
ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ
გამოწვევებთან
გამკლავებაში.უშუალოდ
თქვენთვის, ყოველდღიურ
საქმიანობაში, როგორ და
რაში გამოიხატება “არ
გაჩერების”
კულტურა?მუდმივად ვეძებთ
შესაძლებლობებს, გარეთ თუ
შიგნით. ყველა “შეცდომა”
არის სწავლის
შესაძლებლობა. გვაქვს
ასეთი წესი, რომ თუ რაიმე
პროცესი ან პროექტი ისე არ
იმართა, როგორც გვინდოდა,
ვსხდებით და განვიხილავთ
როგორ სჯობდა რომ
გაგვეკეთებინა და რა
გავაუმჯობესოთ
სამომავლოდ.გვაქვს ერთი
ერთზე უკუკავშირის
შეხვედრები გუნდის
წევრებთან და კოლეგებთან
ბანკის მასშტაბით,
იმისთვის, რომ ერთმანეთს
დავეხმაროთ
განვითარებაში.
უკუკავშირის დროს
ვცდილობთ, ვიყოთ
პირდაპირები და
ემპათიურები. ეს ყველაფერი
გვეხმარება იმაში, რომ არ
ვიდგეთ ერთ ადგილას და
მუდმივად ვიმოძრაოთ,
რადგან არ გაჩერება ჩვენი
იდენტობის ნაწილია.როგორ
ეხმარებით ახალ
თანამშრომლებს
ონბორდინგის
პროცესში?პირველი
შთაბეჭდილება
ორგანიზაციასთან
მიმართებით მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს
თანამშრომლის სამომავლო
მოტივაციაზე. პირველ რიგში,
გასაუბრებაზე ვაკვირდებით
კანდიდატის პიროვნულ
თვისებებს და ვაფასებთ მის
კულტურულ თანხვედრას
ჩვენთან. აუცილებელია, რომ
კანდიდატი იყოს
განვითარებაზე
ორიენტირებული და არ
ეშინოდეს გამოწვევების.
შემდეგ, სამსახურში
აყვანის დროს,
თანამშრომლებს უტარდებათ
ონბორდინგის შეხვედრა,
სადაც ვაცნობთ ბანკის
ღირებულებებს, მუშაობის
პრინციპებს, ბანკის
ისტორიას და მნიშვნელოვან
ინფორმაციას ორგანიზაციის
შესახებ. ეს შეხვედრა არის
ინტერაქტიური იმისთვის,
რომ თანამშრომლებმა
მაქსიმალურად იგრძნონ
როგორი გუნდის ნაწილი
ხდებიან.გვაქვს ასევე
ონლაინ კურსი ბანკის
მუშაობის პრინციპების
შესახებ, რომელსაც
თანამშრომლები გადიან და
აქ უფრო დეტალურად არის
ახსნილი რა იგულისხმება
თითოეული მათგანის უკან.
ონბორდინგის შემდეგ,
პირველი 6 თვის
განმავლობაში, აქტიურად
ვართ კონტაქტზე
თანამშრომლებთან, რომ
გავიგოთ, როგორ ჩაერთნენ
სამუშაო პროცესში და როგორ
გრძნობენ თავს.2026 წლის
გეგმებზე რომ
გვესაუბროთვაგრძელებთ
მუშაობას კულტურის
გაძლიერების
მიმართულებით, რადგან
სწრაფად ცვალებად და
დინამიკურ გარემოში,
სწორედ თანამშრომლების
ჩართულობა, ლოიალურობა და
ჯანსაღი კულტურა არის
ორგანიზაციის წარმატების
საწინდარი. ყოველდღიურად
ვცდილობთ ერთმანეთს
დავანახოთ, რომ ჯანსაღი
კულტურა თითოეული
ჩვენგანის
პასუხისმგებლობაა,
ვფიქრობთ ამის გააზრება და
ყველა თანამშრომლამდე
მიტანა არის ის რაც
ორგანიზაციული კულტურის
გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
ერთი მიზნის გარშემო
გაერთიანებული ძლიერი
გუნდი ნებისმიერ სირთულეს
გაუმკლავდება. კულტურის
ჩამოყალიბებაში დიდი როლი
უკავიათ გუნდის ლიდერებს.
ვაგრძელებთ მუშაობას
თანამშრომლების ლიდერული
უნარების განვითარებაზე
შესაბამისი მასალების,
ტრენინგების, პერსონალური
ქოუჩინგისა და
კონსულტაციების
მეშვეობით. შიდა კვლევების
საფუძველზე გამოვყოფთ
ლიდერულ უნარებს, რომლის
გაუმჯობესებაც გვჭირდება
ორგანიზაციულად და
შესაბამისად ვგეგმავთ
ინიციატივებს. რაც
მთავარია, ვაგრძელებთ
თანამშრომლების მოსმენას,
რადგან ამის გარეშე ვერ
გვეცოდინება რა უდგათ
თანამშრომლებს დღის
წესრიგში და როგორ
შეგვიძლია შევუწყოთ მათ
ხელი საკუთარი
პოტენციალის სრულად
რეალიზებაში.
1781526580