ახალი ამბები

სხვა სიახლეები
SOLO-მ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა!

საქართველოში სხვა საზღვაო ქალაქების მსგავსად, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2011 წლიდან დაიწყო. აქედან მოყოლებული, ბათუმში საზეიმო ცერემონია შემეცნებით-კულტურული პროგრამებითა და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.წელს SOLO-მ გადაწყვიტა ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გაეხადა მეზღვაურებისთვის და ბათუმის SOLO ლაუნჯის ვიტრინები ტრიკოლორთან ერთად ზღვის თემატიკით გააფორმა.„ბათუმის ახალი ვიტრინა მეზღვაურის დღეს მიეძღვნა. დიზაინში ზღვის თემატიკის ელემენტები გვაქვს გამოყენებული: ტალღები, გემები, თოლიები და მზის ჩასვლა — ყველაფერი, რაც ზღვას მოგვაგონებს პალიტრა შედგება ბუნებრივი ფერებისგან: ლურჯის სხვადასხვა ტონალობა, თეთრი, ასევე თბილი „მზის“ და „მზის ჩასვლის“ ფერები. სხვადასხვა მასალის კომბინაციით მივაღწიეთ მოცულობისა და მოძრაობის ეფექტს. ისე, თითქოს ზღვა ნამდვილად ცოცხლდება ვიტრინაში“-, ამბობს ნინო კალანდაძე, ტრიკოლორის კრეატიული დირექტორი.„SOLO უკვე წელია, მეზღვაურთა დღის მხარდამჭერია და ჩვენი ორგანიზებით ეს დღე ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნება. უკვე 6 წელია გვაქვს შესაძლებლობა,ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ეს დღე განსაკუთრებული გავხადოთ მეზღვაურებისთვის“,- ამბობს ლიზა ქისტაური, SOLO-ს ბრენს მენეჯერი.

1751464920

„50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი შესაძლოა, 3 ლარით გაიაფდეს - რაც შეეხებ...

ლევან სილაგავას თქმით, წლევანდელი ალოობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მთავარი გამოწვევა ხარისხია.„ალოობა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, მოსავლიანობის შეჯამება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ალაზნის ველზე სამწუხაროდ ამინდები არ იყო და ხარისხი არ იყო ისეთი, როგორი მოლოდინიც გვქონდა, ასე რომ მთავარი გამოწვევა ხარისხია, მაგრამ სხვა რეგიონებში ველოდებით, რომ უკეთესი სიტუაცია იქნება.დღეის მდგომარეობით, შტაბის ფორმატში კომუნიკაციაში არის მეხორბლე, მეწისქვილე და პურის მცხობელი. შტაბი, როგორც შარშან შექმნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროში და 2-3 კვირაში გვეცოდინება, როგორი იყო წლევანდელი მოსავალი.ადგილობრივი მოსავლის დაახლოებით 50% საფურაჟე წარმოებაში წავა, ხოლო 50% - სასურსათოში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფურაჟეს გამოყენება არ აქვს, უბრალოდ ეს არ არის ის ხორბალი, რომელიც ადამიანის მოხმარებისთვის იწარმოება. მას გამოიყენებენ სპირტის ქარხნები, მეცხოველეობა - მეფრინველეობაში და ა.შ.“ - აღნიშნა სილაგავამ.მისი თქმით, მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირების ტენდენციაა, რამაც შესაძლოა გავლენა საქართველოზეც იქონიოს.„რუსეთში ხორბლის მოსავლის აღებამ დაიგვიანა და აღსანიშნავია, რომ ფასმა დაიკლო. თუ ერთი თვის წინ შემოტანის ფასი იყო 90-95 თეთრი, დღეს ის 85 თეთრს შეადგენს. ამ ტენდენციამ შესაძლოა, ხორბლის ფასზე საქართველოშიც გავლენა იქონიოს და ფასმა დაიკლოს, ამ დროისთვის კილოგრამი 65 თეთრი ღირს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ კიდევ შემცირდეს. კლასიკური სცენარით თუ განვითარდა ყველაფერი, დასაწყობების მერე, ოქტომბრისკენ, ფასმა შესაძლოა, ზრდა დაიწყოს, მაგრამ ყოველთვის ხდება რაღაც, რამაც ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს. მაგალითად, ზღვის ჩაკეტვა, და ა.შ. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს ფერმერებს, რომ მოსავალი დაასაწყობონ.მაგალითისთვის, წელს პირველად ხდება, რომ წისქვილკომბინატებს შეთავაზებული აქვთ, დაასაწყობებინონ ხორბალი. ფასიც სიმბოლური იქნება - 1 დოლარი ტონაზე და როდესაც მათ რეალიზაცია მოუნდებათ, ფასის მიხედვით შესაძლებელი იქნება იქვე ჩააბარონ იმავე წისქვილში, სადაც დასაწყობებული იქნება ან წაიღოს სხვაგან, სადაც უკეთესი ფასი იქნება,“ - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.ლევან სილაგავას პროგნოზით, მოსალოდნელია ფასის კლება ფქვილზეც.„იაფი ხორბლის პირობებში უნდა ველოდოთ იაფ ფქვილს, რაც შეეხება იაფ პურს, ამაზე კომენტარი პურის ასოციაციამ უნდა გააკეთოს. რამდენად შემცირდება პურის ფასი დამოკიდებული იქნება ხორბლის ფასზე. ჩვენი ანალიზით გაიაფდება ფქვილიც. ამჟამად 50-კილოგრამიანი ტომარა 56-57 ლარი ღირს, თუმცა შესაძლოა, ის 53-54 ლარამდე დაიაფდეს,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.წყარო: BPN.GE

1751462491

მიხეილ დუნდუა: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2030 წლის ჩათვლით პერიოდში,...

„შეუძლებელია, რომ ასეთი შედეგი დაიდოს, რომ არ იყოს მყარი საფუძველი. მყარ საფუძველზე და რეალობაზე დაფუძნებით აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები კარგ პროგნოზებს. ეს შედეგი კიდევ უფრო გაიზარდა ერთი თვის შემდგომ, რაც გამოაქვეყნა ზოგადი პროგნოზი სავალუტო ფონდმა საქართველოსთან მიმართებით.ყველა ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს პროგნოზს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც აფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ამით თვლის, რომ საქართველო არის გამორჩეული ეკონომიკური ზრდით, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.ეკონომიკური კოლაფსის მორიგი პროპაგანდა. ამჯერად კრიზისს შემოდგომაზე აანონსებენ - ავტორი კახა ხაზარაძეა. ხაზარაძის აპოკალიფსური პროგნოზები რომ არ მართლდება, ამას წარსულში მის მიერ გაკეთებული განცხადებები და რეალური შედეგები ადასტურებს.

1751461876

Change Inspire-ზე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები გამოცდილებას გააზი...

Change Inspire  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა. წელს იგი სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს მეექვსედ უმასპინძლებს. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“.საქართველოს ბანკის გუნდი კონფერენციაზე წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმაცია განიცადოს არა მხოლოდ ცალკეულმა პროცესებმა, არამედ მთლიანად, ორგანიზაციულმა კულტურამ და სამომხმარებლო გამოცდილებამ.უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ღონისძიებაზე შემდეგი თემებით წარდგებიან: ვაჟა მანტუა, IT დირექტორი, (Core IT & Data)  – Where BoG Tech Strategy Meets AI; მიხეილ ნადარეიშვილი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia; ედგარ ბრუტიანი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey; თამარ გრიგალაშვილი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი, ნიკა ჭონიშვილი, მონაცემთა მეცნიერი და ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI; ალექსანდრე ხორბალაძე, Expert ანალიტიკოს-დეველოპერი – AI Code Reviewer; ნინო სასანია, მონაცემთა ინჟინერიის ლიდი – The Power of Data Literacy. გიორგი მერკვილაძე, ტექ პროდაქტ ოუნერი – Enterprise Data Repository. კონფერენცია დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე ცვლილებები შეისწავლონ, დარგის ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ და თანამოაზრეებს გაეცნონ.შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.

1751461200

BOG-ის მხარდაჭერით, ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი ქარხა...

პროექტის ჯამური ღირებულება 4,657,053 ლარია, საიდანაც ბანკის ინვესტიცია 2,785,000 ლარს წარმოადგენს. ქარხანა 1701 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და მისი მშენებლობა 2025 წლის მარტში დასრულდა.ქარხანამ უკვე გადაამუშავა 500 ტონამდე ნუში, მომდევნო წლებში კი კომპანია წარმადობის 700-1600 ტონამდე გაზრდას გეგმავს.„აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განვახორციელეთ. თანამშრომლობა 2024 წელს დავიწყეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკი კომპანიის საჭიროებებს იზიარებს, მიდგომები კი მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებულია. ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ნუშის გულს, რომელიც ევრო სტანდარტების მიხედვითაა დაფასოებული. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, გავზარდოთ გადამუშავების მოცულობა და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები“, - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე, ფარმინგ ქონსთრაქშენის დამფუძნებელი.აღსანიშნავია, რომ ფარმინგ ქონსთრაქშენმა პროდუქცია უკვე გაიტანა ექსპორტზე, სამომავლოდ კი დამატებითი ბაზრების ათვისებას გეგმავს. გარდა ამისა, ნუშის გადამუშავების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომპანიის გეგმებშია ქარხნის აღჭურვა ბლანშირების დანადგარით, რომელიც  ხარჯებს დაზოგავს და პროდუქტს საექსპორტო ქვეყნებს მოთხოვნების შესაბამისად მიაწვდის."საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და აგრო სექტორის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი თანამედროვე  ქარხნის აშენება შეძლო. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის ზრდას, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარვუდგენთ აგრო სექტორს", - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

1751453973

ნათია თურნავამ შვეიცარიაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლ...

წლიურ შეხვედრაში BIS-ის წევრი ცენტრალური ბანკების და სხვა ცენტრალური ბანკების მმართველები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.წლევანდელი შეხვედის მთავარი განსახილველი თემა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით.ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის როლის მნიშვნელობაზე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საფინანსო ბაზრების სტიმულირებაში.ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.დისკუსიების ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საბანკო უსაფრთხოებაზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრები, რომელიც ცენტრალური ბანკების მმართველებს უყრის თავს, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების და წარმატების მაგალითების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.შვეიცარიაში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდთად შეხვედრისას მიეცა შესაძლებლობა გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.ყოველწლიურ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი პან გონშენგი.საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.

1751451856