ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, - ამის შესახებ განცხადება  რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძემ გააკეთა. ქავთარაძემ ის რისკებსა და გამოწვევებზეც ისაურა, რაც ქვეყანას და ზოგადად გლობალურად აწუხებს და ამ გაურკვევლობის ფონზე რეფინანსირების შემცირების რეკომენდაცია არ აქვს.

„ერთი რასაც შეგვიძლია შევხედოთ მოთხოვნის მხრიდან, ჩვენ ვხედავთ რომ გარკვეული გადმოცემა გამოვლინებული არის ფასების დონეზე. იმიტომ, რომ ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ინფლაცია არის დომინანტური დღევანდელი ინფლაციაში. ამასთან ერთად არსებობს გაურკვევლობა მსოფლიოში, თუნდაც სატარიფო პოლიტიკა რაცა ამერიკამ დაიწყო, ასევე ახლო აღმოსავლეთში, კი არის შეთანხმება მიღწეული, მაგრამ არავინ არ იცის ეს შეთანხმება რამდენ ხანს იქნება შენარჩუნებული. არსებობს გარკვეული რისკები და აი ამ რისკების ფონზე, მაგალითად სატარიფო პოლიტიკას თუ შევხედავთ მსოფლიოში უკვე ინფლაციამ შემობრუნება დაიწყო. ამერიკაში მაგალითად ინფლაცია უკვე წინა თვეში ზრდის მიმართულებით დაფიქსირდა, ასევე დიდ ბრიტანეთში ზრდის მიმართულებით, ანუ შემობრუნდა. 

ასევე შემობრუნების ტრენდი შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში და ჩვენთანაც წლის დასაწყისში უფრო დაბალი იყო, ახლა 4% არის და 4%-ზე უფრო მაღალს ველოდებით მომდევნო თვეებში, დაახლოებით 4,5-ის ფარგლებში.  ეს ფაქტობრივად არის სიგნალი იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით სიფრთხილე გამოიჩინოს და იჩენს კიდეც და არ არის საჩქარო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იყოს შემცირებული. იმიტომ, რომ თუ რისკების, ის რისკები რაზეც ვისაუბრე,  ამის რეალიზაცია მოხდება მერე უფრო ძნელი იქნება ინფლაციის მოთოკვა. ამიტომ გონივრული ნაბიჯებით, ქვეყანაშიც მოთხოვნა იმაზე მაღალი არის, ვიდრე პოტენციური ზრდის ტემპი ფიქსირდება“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისივე განმარტებით, სავალუტო შემოდინებების  დიდი ნაწილი მოხმარებაში მიდის.

„ყველა ის ნაკადი რაც არის, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, ექსპორტი, მერე ექსპორტიორების შემოსავლები. მოხმარება ფინანსდება. ამასთან ერთად  ჩვენ ვხედავთ რომ 2021 წლიდან მოყოლებული ხელფასების ზრდის ტემპი ორნიშნა არის გარკვეულწილად, ესეც პოზიტიურად მოქმედებს ამ მოხმარებაზე. შესაბამისად, როდესაც მოხმარება უფრო მაღალია ვიდრე ქვეყანაში მაგალითად საქონელი და მომსახურების წარმოება ხდება მოკლევადიან პერიოდში, თანხვედრაში არ არის. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ მიმდინარედ უფრო მაღალი გვაქვს ეკონომიკური აქტივობა, ვიდრე ეს შეიძლება გრძელვადიანად იყოს შენარჩუნებული.

ზოგადად, როდესაც ვაფასებთ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა რამდენი იქნება, ეს არის განმსაზღვრელი საორიენტაციო, რომ ამ ნიშნულზე ჩვენ შეიძლება ერთ წელში, ორ წელში ვერ დავბრუნდეთ, მაგრამ  5 წელში და 10 წელში ჩვენ მაინც იქეთკენ წავალთ. ეს მარტო ჩვენ კი არა ზოგადად ესეთი მოცემულობა გვაქვს, ყველა ქვეყანა უბრუნდება თავის პოტენციურ დონეს, ან ახლოს იმყოფება ამ პოტენციურ დონესთან. ჩვენ პანდემიამდე გვქონდა პოტენციური დონზე 4.5-5%. ახლა ჩვენი შეფასება არის 5.5-6 %-ის ფარგლებში. ანუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ამ დიაპაზონში ველოდებით ზრდის ტემპის დაბალანსებას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად შეიძლება აქეთკენ წავიდეს. შეიძლება რაღაც მოხდეს ისეთი, რომ უფრო მაღალი შემოდინებები დაფიქსირდეს“, - განმარტავს ქავთარაძე.