აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა, რომ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი გასულ თვეში ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა.
ამის შესახებ CBS ტელეარხმა განაცხადა.
წყაროების თანახმად, პეზეშკიანი თავდასხმის ადგილიდან სასწრაფო გვირაბის გავლით გაიქცა, ფეხი დაიზიანა.
მედიასთან ინტერვიუში მან ადრე განაცხადა, რომ ისრაელმა მისი ლიკვიდაცია სცადა, როცა დაზვერვის მონაცემების გამოყენებით, შეხვედრის ადგილი დაბომბა.