ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში, აკრძალავს ნებისმიერ ტრანზაქციას სანქცირებული რუსული ბანკებით, რომლებიც ადრე გათიშული იყო SWIFT სისტემიდან.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„ფინანსურ სექტორში, რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის ადრე გამოყენებული ზომა ტრანზაქციების სრული აკრძალვით შეიცვალა და სანქციების სიას ახალი რუსული ბანკები დაემატა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ადრე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრიშმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების სიას კიდევ 22 რუსულ ბანკს ამატებს.