ახალი ამბები

სხვა სიახლეები
AD Ports Group-ისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრ...

შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამსონ ურიდიამ წარადგინდა პრეზენტაცია  შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მარტივი, გამჭვირვალე და ელექტრონული საბაჟო ფორმალობების აღსრულების შესახებ, რომელთა ერთობლიობა ქმნის ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშემწყობ გარემოს. ყურადღება გამახვილდა აბუ დაბის ჯგუფთან თანამშრომლობის განვითარებაზე  თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს Abu Dhabi Ports Group-ი და მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად თანამედროვე მულტიფუნქციური ლოგისტიკური ჰაბის შექმნას.საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია -  საბაჟო-სატრანზიტო პროცედურების განხორციელების, ასევე მონაცემთა წინასწარ, ელექტრონულ რეჟიმში გაცვლისა და ელექტრონული ვაჭრობის რეგულირების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ.შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

1734006085

"სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებული საგადასახადო შეღავ...

"ვფიქრობ, ამის გამო დიდი ცვლილება არ იქნება. თუ ინდ. მეწარმე ამ ცვლილების გამო შეეცდება  თავისი მომსახურების ფასები გაზარდოს კომპანიებთან თანამშრომლობის დროს, ამ შემთხვევაში ეს გაზრდილი ფასი გატარდება ხარჯებში და თავისთავად, მოგების გადასახადი შემცირდება.  ცოტა სხვაობა იქნება, თუმცა ისეთი არა, რომ  ამან  სამშენებლო ბიზნესს დაარტყას, ასეთი მოსალოდნელი არ არის. მცირედით გაძვირება იქნება," - აცხადებს წაქაძე.მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ეს ინიციატივა დროული იყო, ამით მთავრობამ გაათანაბრა ფიზიკური და იურიდიულ პირების დაბეგვრა, მათ შორის, ეს ეხება სამშენებლო სექტორს.ცვლილება  2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება, რადგან მანამდე ფიზიკური პირები საკმარისად ინფორმირებულნი იყვნენ. როგორც წაქაძე აცხადებს, ამ დრომდე იმუშავებს ფინანსთა სამინისტრო, რათა ამ კატეგორიის ადამიანებს (ესაა ძირითადად, ფიზიკური პირები, ეს არ არის საწარმოს გადასახადი) ინფორმაცია მიაწოდოს."ცვლილება  გარკვეული სახის/კატეგორიის საწარმოებში  გაწეულ მომსახურებებზე,  მათ შორის სამშენებლოზე გავრცელდება.ინდ.მეწარმეები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან, დრო ამიტომ ვითხოვეთ, მივეცით პერიოდი, რომ  თითოეულ მეწარმე პირებამდე დავიყვანოთ, რადგან მათ  მოახდინონ ადაპტირება," - აცხადებს წაქაძე.შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ  განიხილა და მხარი დაუჭირა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც მეტწილად აუქმებს სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათს. საუბარია შეღავათზე, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შესაძლებელს ხდის დაიბეგრონ მხოლოდ 1%-ით.ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის გადასახადები შევა. თავდაპირველად ცვლილების ამოქმედება  2025 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა.საქმე ეხება მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუსს, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატუსს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვისს კომპანიებს და შედეგად 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან.წყარო: BP.GE

1734005732

"პასუხის პასუხი გვარამიას - იმდენი სიკეთე შენ, რამდენი თეთრიც მიმეღოს...

"პასუხის  პასუხი გვარამიასყველაფერი დაიწყო  იმით, რომ რ-2- დან წამობრძანებულ გვარამიას ოქუაშვილმა ტვ “ იბერიას” ჭიშკარი გაუღო და რაც რამ ჰქონდა, გაუზიარა.ჰო, მანამდე  ოქუაშვილმა უარი თქვა გვარამიასათვის ცილი დაეწამებინა, ივანიშვილს არ გაურიგდა და მის მიერ შემოთავაზებული  წერილი არ წაიკითხა და ოქუაშვილის ისედაც დაძაბული ურთიერთობა ივანიშვილთან  და აქედან გამომდინარე პრობლემებიკიდევ უფრო გაუბევრდა.ჰო, მართლა,ბ-ნო გვარამიავ, თურმე პოლიტიკურ კორუფციით  ასე დამძიმებული 4 ნომერი როგორ აკადრე თქვენს მაღალპატრიოტშობილებას?ნომერი  იყო სუფთა და ნათელი  და ნომრიანები  ზონზღლი  და  ბინძურები?  უი, რა ორმაგი ხედვა და ხუთმაგი თამაშია.და კიდევ, ვისაც გაურიგდით  მაგ 4 ნომერზე, ბუღალტერიაც  მას რომ მოკითხოთ, ჩემს მიმართ  ცილისწამებაზე აღარ დაიხარჯებოდით.და კიდევ, ნატო ჩხეიძე და მისი ამფსონებიო? იქნებ განმარტოთ  ეს ამფსონი ვინ არის?  თუ ენაზე  ჭალი გედებათ ?ის ხომ არ არის,  როცა ხალხში  დაინახავდით ,  წელში მოხრილი  ჩვეული ქლესა ღიმილით რომ ორივე ხელით ჩაბღუჯავდით  და მიმოიხედავდით, აი, ნახეთ, ხალხო როგორ ახლოს ვიცნობო.  ახლა გახდაჩემი ამფსონი?ბერას სტუდიის დირექტორი და “ ჰეროკრატიის”  დამფინანსებელი  ხუთი წელი სამეურნეო მენეჯერად რომ გყავდათ და მერე  დირექტორად, ივანიშვილთან ერთხელ მაინც გარიგებული რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეჭვადაც არ გაგივლიათ  ალბათ, თორემ  გვერდით წუთითაც როგორ გაიჩერებდით:))იქნებ ვინმეს წარმოუდგენია კომპანიას სამი წელი  საშემოსავლო ინკასო ედოს, ჩემოდნით  ფული შესდიოდეს და ის კი არხეინად მუშაობდეს,  ვალს ვალზე  იდებდეს,რადიკალობას იჩემებდეს და ქოცები ბუზსაც ვერ უფრენდნენ არც ამ კომპანიას.აი, რას  უდის  პოლიტიკური კორუფციის  მძაფრი  სუნი.ივანიშვილის  ციხეში წამოგორებული რომ პასტე-პასტე ეპითეტებს ისვრი ოქუაშვილის მიმართ და  ხაზარაძესა და საქართველოს ბანკთან რომ ქულების  დაწერას ცდილობ ტყუილების ხარჯზე,  ამას ეწოდება  სწორედ ზნეობრივი დეგრადაცია.ბევრს არ გავაგრძელებ  სისხლიანი  პროკურორისუნიჭო  პასკვილზე პასუხს, იმას კი  დაუნანებლად  ვიტყვი : იმდენი სიკეთე შენ, რამდენი თეთრიც მიმეღოს  მთავარი არხიდან. ანუ არც ერთი.თუმც,  თვეში 80  000 ლარის ხელფასის პატრონს რომ  სულ ფული  ელანდებოდეს, რა გასაკვირია. ესეც არის  ზნეობრივი დეგრადაციის  კიდევ ერთი გამოხატულება  და უფრო მეტიც, აბუჩად  აგდება და ცინიზმი დაგვიანებული ხელფასის მომლოდინე თანამშრომლების მიმართ.ახლა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდარამდენიმე თვეში  მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად ქცეული და სინამდვილეში ცრუბელადის, გვარამიას ფარული გარიგებები,  კავშირები და მიზნები.ახლა რთული ვითარებაა ქვეყანაში და არც უნდა მომხდარიყო ამ  შიდაამბების საჯაროდ გამოფენა, გვარამია / გაბუნიას  უნიჭო სცენარის  მიხედვით ხელოვნურად აგორებულის. მაგრამ ღმერთმანი,  მე არ დამიწყია.თქვენ მაიძულეთ.- წერს ნატო ჩხეიძე.

1734001855

სავიზო მოთხოვნების გამკაცრების გამო, რუსებისთვის კვიპროსის თითქმის ყვე...

ამ დროისთვის რუსებს კვიპროსზე მოხვედრის ბევრი შესაძლებლობა არ აქვთ. სტამბოლის გავლით ტრანზიტი სრულიად გამორიცხულია საჰაერო მიმოსვლის ნაკლებობის გამო, ხოლო ფრენები დუბაიდან და დოჰადან შეზღუდული რაოდენობით სრულდება, აღნიშნავენ ტუროპერატორები. ყველაზე პოპულარულ ვარიანტად რჩება ტრანზიტი ერევნის გავლით, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ტურისტულ ნაკადს.

1734000927

ნათია თურნავამ, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, არმენ ნუ...

ნათია თურნავამ, სომეხ კოლეგას, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და ხაზი გაუსვა ხანგრძლივად, ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე.არმენ ნურბეკიანმა, თავის მხრივ, სომხეთში არსებულ მონეტარულ პოლიტიკაზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და რეგიონში მაღალი გაურკვევლობის ფონზე, სწრაფად ცვალებად ვითარებას გაუსვა ხაზი.მხარეებს შორის საუბარი შეეხო ფინანსური სერვისების განვითარების საკითხებსაც. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ.

1734000152

Meta-მ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს 1 მილიონი დოლარი შესწირა

Meta-ს ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგისა და მისი კომპანიისთვის ეს ნაბიჯი წარსული პოზიციებიდან გადახვევაა, აღნიშნავს გამოცემა. საარჩევნო რბოლის დროს ტრამპი დაემუქრა დასჯით ცუკერბერგს, თუ ის ეცდებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე დემოკრატების სასარგებლოდ.რესპუბლიკელები, რომლებიც არჩევნების შემდეგ აკონტროლებენ თეთრ სახლსა და კონგრესის ორივე პალატას, ითხოვენ ცვლილებების შეტანას ტექნოლოგიური სექტორის რეგულირებაში. ამ ფონზე, მსხვილი IT კომპანიების ლიდერებს, რომლებიც ხშირად ხდებიან მათი უკმაყოფილების ობიექტები (რომელთა თანამშრომლები ძირითადად გამოხატული მემარცხენეები არიან), უნდა შეცვალონ თავიანთი პოზიცია ტრამპთან მიმართებით, აღნიშნავს WSJ. 

1733999081