ახალი ამბები

სხვა სიახლეები
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში - დაიბრ...

თიბისის მომხმარებლებს მორიგი შეთავაზება 30 იანვარს, Extra-ზე დახვდებათ, სადაც ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 30 %-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 200 ლარს.თიბისი ბარათების მომხმარებლებს ქეშბექი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად უბრუნდებათ, რაც უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევთ. ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით.Extra-ზე 30 იანვრის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.აიღე, ახალი თიბისი ბარათი ონლაინ რამდენიმე წამში- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე. გაიმარტივე ცხოვრება და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით.

1769511799

29 იანვრიდან საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო...

„ძვირფასო მგზავრებო!29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის.მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

1769510128

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ილია ღუდუშაურის დაკავებასთა...

როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა.აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

1769510036

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.85%-ით გაიზარდა

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729.31 მლნ ლარით (1.82%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით (4.29%-ით) გაიზარდა.რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.18%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.38 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.31%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.01 %-ით მეტი).2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.6% შეადგინა, რაც წინა თვესთან  შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია.

1769509851

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა "ლიდერატორზე" რეგისტ...

პროგრამაში რეგისტრაცია 3 თებერვლამდე გრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge.ლიდერატორის პროგრამა 8 თვე გრძელდება.  ის ანაზღაურებადია და აერთიანებს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ახლოდან გაეცნონ ბანკის მუშაობის პროცესს და იმ პროდუქტების შექმნას, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები.2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა; საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი; მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა; საბანკო სამართალი; ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი; მონაცემთა მეცნიერება; IOS დეველოპმენტი; მარკეტინგი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა. ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

1769508720

2026 წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5 მლრდ დოლარს მიაღწევს - „გ...

„სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-4 კვარტალში.ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს (+6.0% წ/წ) გაუტოლდა, რაც მცირედით აღემატება ჩვენს წინასწარ შეფასებას.2026 წელს, ჩვენი პროგნოზით, ტურიზმის შემოსავლები 5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.9 მლრდ აშშ დოლარიდან“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

1769508670