
1747127908

1747216398
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
აღნიშნული ჯილდო აღიარებს იმ ბანკების წვლილს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში, EBRD-ის სამიზნე რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობას ხელი შეუწყვეს. ჯილდო ასევე წარმოაჩენს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ერთგულად და თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს.„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მტკიცე პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ვამაყობთ, რომ EBRD-იმ მწვანე დაფინანსების სფეროში ლიდერობისთვის ასევე, მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის დაგვაჯილდოვა. როგორც მწვანე დაფინანსების სფეროში საქართველოში წამყვანი ბანკი ჩვენ განახლებადი ენერგიის პროექტებისა და მდგრადი ვაჭრობის მხარდაჭერას სტრატეგიულ პრიორიტეტებად მივიჩნევთ. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, მდგრადი დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულებები როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე ეკონომიკისა და გარემოსთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.„ვამაყობთ, რომ წარმოვაჩენთ ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორის, საქართველოს ბანკის ურყევ ერთგულებასა და ლიდერობას მწვანე დაფინანსების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი არა მარტო გაძლიერებს საქართველოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებს, არამედ დააწესებს სტანდარტებს რეგიონში სხვა ინსტიტუტებისთვისაც, რომელთა მიზანია მდგრადი მომავლის ხელშეწყობა“, - განაცხადა შონა ტატჩელმა, EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა.
1747230804

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold სტატუსის მფლობელები Wolt+-ის 1 წლიან, ხოლო, Starter, Bronze და Silver სტატუსის მქონე მომხმარებლები 3 თვიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ.შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს უნდა ეწვიონ. აღნიშნული შეთავაზების აღწერაში მათ ბმული დახვდებათ, რომელზე გადასვლის შემდეგაც უფასო გამოწერა გაუაქტიურდებათ.აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Wolt+ -ის გამოწერით, ამ შემთხვევაში დასრულების თარიღიდან 3 თვე ან 12 თვე აითვლება.ინფორმაციისთვის, Wolt+-ის გამოწერა გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისით უფასოდ სარგებლობას. მომხმარებელი სხვა დამატებითი სერვისის (მაგ: სერვისის საფასურის) გადასახადისგან არ თავისუფლდება.საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ, ხოლო Wolt+ დეტალურ პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
1747225688

ბიზნეს სესიების პირველი ლექცია 14 მაისს გაიმართება. შეხვედრა მოიცავს ბიზნეს იდეის გენერირებას, რეგისტრაციას და იურიდიული ფორმებს. შეხვედრას ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი გაუძღვება.ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. შეხვედრის მონაწილეებს წარმოდგენა შეექმნებათ იმ ეტაპებზე, რომლებიც იდეის ბიზნესად გარდაქმნას უძღვის წინ — მათ შორის, იდეის გენერირებას, მის შეფასებას, სტრუქტურირებასა თუ პრაქტიკაში განხორციელებას.შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ ამოვიცნოთ კონკურენტუნარიანი იდეა, რა ფაქტორები განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას ბაზარზე, როგორ შევაფასოთ მისი პოტენციალი. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა ბიზნესის იურიდიული ფორმის შერჩევის კრიტერიუმებს, ფინანსური და ოპერაციული გეგმების ჩამოყალიბების საწყის ეტაპებს.ღონისძიება 14 მაისს 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
1747220869

ამასთან, მისი თქმით, რჩება "ქართული ოცნების" გუნდის ერთგულ წევრად."მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "ქართულ ოცნებას" და რა თქმა უნდა ვრჩები, ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ზოიძე.აღსანიშნავია, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც.
1747216669

4GB - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც 2011 წლიდან იმართება, წლების განმავლობაში, რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. წელს ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში გაიმართება - 16 მაისს რადიოქალაქში დაგეგმილია ერთდღიანი ღონისძიება, სადაც მაიკლ მაიერი დაუკრავს.აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ფესტივალის ბილეთის მფლობელები, ბილეთის წარდგენის შემთხვევაში, წლევანდელ და მომავალი წლის ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრებიან.სელფი მობაილი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან კავშირის, ლაპარაკისა და ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს. მუსიკა კი უნივერსალური ენაა. ფესტივალზე მოეწყობა სელფის ბრენდირებული სივრცე, როგორც თავისუფალი კომუნიკაციისა და ადამიანური ურთიერთობების სიმბოლო.
1747216398

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შექმნა, რომლის მიღებაც მათ 4 პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეუძლიათ.სტიპენდიის გამარჯვებულებს უნივერსიტეტები მათ მიერ შედგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ავლენენ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ირიცხება პარტნიორ უნივერსიტეტებში. ამასთან:საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება.საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: stipendia.bog.geსიმბოლურია, რომ სწორედ გიორგი ჩახავას მიერ დაპროექტებულ, ეპოქალურ შენობაში დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისია განთავსებული.ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
1747213753

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში
1746706698
ირაკლი ლექვინაძე ICN და CMA მიწვევით ედინბურგში კონკურენციის საერთაშორ...
1746698595
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
1746612203
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცესკოში
1746622320
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
1746606812