ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ანაზღაურება რეკორდულ დროში და განახლებული აპლიკაცია - რა სიახლეები აქვ...

ზუსტად რა გაუმჯობესებული ფუნქციები დაგხვდებათ “თიბისი დაზღვევის” განახლებულ აპლიკაციაში და რამ უბიძგა კომპანიას ამ ცვლილებებისკენ - საკითხზე "თიბისი დაზღვევის” ციფრული და ბიზნესის განვითარების დირექტორი, ნიკოლოზ ბრეგვაძე საუბრობს."თიბისი დაზღვევა, როგორც “თიბისი ჯგუფის” წევრი, აგრძელებს მომხმარებლისთვის ტექნოლოგიური მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების შექმნას. გვჯერა ჩვენი მისიის, რომ ეს არის ცხოვრების გამარტივება თითოეული ადამიანისთვის და ზუსტად ამ მიზნით, გასულ წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საკმაოდ კარგი აპლიკაცია კიდევ უფრო დაგვეახლოვებინა თანამედროვე სტანდარტებთან. სულ რამდენიმე თვეში, მოვახდინეთ მთელი აპლიკაციის სრული, ფუნქციური რედიზაინი. კარგი აპლიკაცია გვქონდა, მაგრამ ჩვენი მისია ასეთია: ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის უკეთესი უნდა შევთავაზოთ, იმ დროს და იმ ადგილას, როცა მათ ეს სჭირდებათ.შეიცვალა სრულად ყველა ფუნქციონალი, ექიმთან ჩაწერიდან დაწყებული,, სამოგზაურო დაზღვევის თუ ავტოპასუხისმგებლობის პროდუქტის შეძენით და სერვისებით დამთავრებული. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მაგალითად, თუ ექიმთან ჩაწერა 15-ნაბიჯიან პროცესს მოითხოვდა, დღეს ის 5-6 ნაბიჯზე ჩამოვიდა, შესაბამისად, არსებითად გამარტივდა მომსახურების მიღება”, - ამბობს ნიკოლოზ ბრეგვაძე.აპლიკაციის განახლება “თიბისი დაზღვევის” განახლებული ხედვის და სტრატეგიის პირველი ფაზის ნაწილია, რომელიც პირდაპირ ითარგმნა შედეგად. ციფრული და ბიზნესის განვითარების დირექტორი აღნიშნავს, რომ ათასობით მომხარებლის გამოკითხვა “თიბისი დაზღვევის” კმაყოფილებისა და ძალისხმევის ინდექსების გაუმჯობესებას ადასტურებს.სწორედ ტექნოლოგიური განვითარების გაგრძელებაა ისიც, რომ front და back-end პლატფორმების სინერგიით, “თიბისი დაზღვევა” ახალ რეკორდს - ზარალის უმოკლეს დროში ანაზღაურებას - აღნიშნავს. კომპანიის საცალო, მცირე და მიკრობიზნესის დირექტორი ივა კახიძე სწორედ იმაზე საუბრობს, თუ როგორ ითარგმნება გუნდის მიერ ჩადებული ძალისხმევა რიცხვებში.“სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების დროს, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ორი რამ არის. ერთი - ანაზღაურებული თანხა, თუ რა თანხას მიიღებს მომხმარებელი, და მეორე - დრო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს თანხა. ამ მიმართულებით ჩვენივე რეკორდი გავაუმჯობესეთ და მომხმარებელს, რომელმაც “თიბისი დაზღვევას” შეატყობინა ზარალის შესახებ, შეტყობინებიდან 3 წუთში უკვე ანგარიშზე ჰქონდა თანხა.მსგავსი შედეგების დამსახურებაა, რომ ყოველი მესამე ადამიანი, ვინც ავტომობილს აზღვევს, “თიბისი დაზღვევას” ირჩევს. სწორედ ამიტომ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მიმართულებით წელს 40%-იანი ზრდა გვქონდა, რომელიც ავტოინდუსტრიის ბაზრის ზრდასაც კი აღემატება. ამას ადასტურებს ისიც, რომ წელს 18,000 სადაზღვევო შემთხვევა უკვე გვაქვს ანაზღაურებული, რაც თანხაში 37 მილიონ ლარს შეადგენს”, - აღნიშნავს ივა კახიძე.კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამჟამად “თიბისი დაზღვევას” მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველ საზოგადოებაში დაზღვევის, მათ შორის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ, “თიბისი დაზღვევა” გააგრძელებს მომხმარებელზე მორგებული სერვისების შემუშავებასა და გაუმჯობესებას.

1761054240

ბაზისბანკმა კონკურსის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის" გამარჯვებულები...

კონკურსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს გამოცხადდა და მისი იდეა იყო ახალგაზრდების იდეების წახალისება, ასევე, ფინანსური განათლების საკითხების ახალგაზრდობის სეგმენტზე მორგებული გზებისა და მეთოდების დაინიცირება. კონკურსში მონაწილეობა 15-25 წლის ასაკის 22-მა ახალგაზრდულმა გუნდმა მიიღო, მათგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 5 გუნდი გადავიდა. ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს საკუთარი იდეები, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებული 2 გუნდი ბაზისბანკისგან ფულადი პრიზებით და  სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.ბაზისბანკი ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს და მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს ახალგაზრდებში ფინანასური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

1761050200

„ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას...

მთავრობის მეთაურის თქმით, ნაბიჯები, რაც გადაიდგა, კონკრეტული პროცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას.„ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე. შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა, ანუ, კონკრეტული მიმართულებებით პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი მოემსახურება ჩვენი მიზნის მიღწევას - თვითკმარობის უზრუნველყოფას. მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებით. ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფოს ჩართულობასაც, თუმცა, რა თქმა უნდა, კერძო ჩართულობაც განიხილება. შეიძლება იყოს შერეული პროექტები“, - განაცხადა პრემიერმა.

1761050019

ქვრივიშვილი - ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო“ გახდება ფლაგმ...

„იგლ ჰილს საქართველოს” ოფისმა თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ ყოფილ შენობაში დაიწყო ფუნქციონირება.  როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ერთი თვის წინ საქართველოში გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და სამთავრობო გუნდის ისტორიული ვიზიტი შედგა, რომლის მიმდინარეობისას შეთანხმდა ყველა საკვანძო საკითხი და დეტალი, რაც საქართველოში „ემაარ ჯგუფის“ შემოსვლას უკავშირდება.„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს – ბატონ მოჰამედ ალაბარს, რომლის პირადი ჩართულობით და ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი სწრაფი ნაბიჯებით მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღებიდან ხელშესახები შედეგების მიღწევა. დღეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრში,  ისტორიული შენობის პირველ სართულზე ვხსნით ემაარ ჯგუფის პროექტის, „იგლ ჰილს საქართველოს“ საპრეზენტაციო სივრცეს, რომელიც გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.„ემაარ ჯგუფი“ საქართველოში, ორ პროექტში – თბილისში, კრწანისის რაიონში და ბათუმის სიახლოვეს, გონიოს ტერიტორიაზე 6,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ განვითარდება თანამედროვე, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმში იახტების ნავმისადგომიც აშენდება, რაც საზღვაო ქალაქს სრულიად ახალ, თუმცა ბუნებრივ ეტაპზე გადაიყვანს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც  უდიდესი გავლენა ექნება მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე.„პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. იქმნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი თბილისსა და ბათუმთან ახლოს, გონიოში, რომლებიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას – გააერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, სავაჭრო ქუჩებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით მოხდა პროექტის სწრაფი ტემპებით განვითარება და ასევე მოჰამედ ალი ალაბარს საქართველოს პოტენციალის სწორი შეფასებისთვის და პარტნიორობისთვის. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება გამორჩეული პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას.„საქართველომ საკმაოდ რთული გზა გაიარა, იყო კომპლექსური გამოწვევები, მათ შორის კოვიდ პანდემიის შემდგომ ომი რეგიონში, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრე და მედეგობა, ისევე, როგორც სიცოცხლისუნარიანობა. სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის კუთხით. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება, წარმატების ფორმულა, რომელიც შექმნა საქართველომ და რასაც ხედავს ჩვენი ყველა მეგობარი, მათ შორის ბატონი მოჰამედ ალაბარი, რომელთანაც წლების პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. სწორედ ამ ნდობამ განაპირობა, რომ უპრეცედენტო მოცულობის, 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მივიღეთ საქართველოში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

1761049355

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-...

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი.მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია, ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და სამომავლო პროექტები.ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც ADB-ის შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.თავის მხრივ, ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ ისე რეგიონულ ჭრილში და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.6 ოქტომბერს ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბათუმი-სარფის გზის, დაახლოებით, 11 კილომეტრიანი, ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას.გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში, ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება. ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6 კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს ჭოროხის მდინარეზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.

1761048243

ოთხფეხა მეგობრის სიყვარულით შექმნილი ბიზნესი - საქართველოს ბანკი „რინგ...

ყველაფერი ნესტანის ცხოვრების მთავარი სიყვარულით, ოთხფეხა მეგობრით, სახელად რინგოთი დაიწყო. 14-წლიანი მეგობრობის შემდეგ, რინგოსთან დამშვიდობებამ ნესტანის ცხოვრება და ხედვა სრულიად შეცვალა. მან გაბედა, რინგოს სახელზე „რინგოვეტი“ შეექმნა - ვეტერინარული სერვისები ადგილზე გამოძახებით.კორპორატიული სამსახურიდან სოციალურ მისიამდენესტანის სურვილი, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, იმდენად დიდი იყო, რომ კორპორაციული სამსახური დატოვა.„ზოგადად, როცა ცხოვრებაში რამე პრობლემას ვეჩეხები, შემიჩნდება ხოლმე ჭია, არ მასვენებს და სასწრაფოდ მინდება ამ პრობლემის გადაჭრა.“სწორედ ეს ჟინი გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა.ცხოველებზე ზრუნვა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო და რჩება ნესტანის მთავარ გამოწვევად.„მუდმივად უნდა ეცადო, დაარწმუნო გარემო და ხალხი, რომ იმ პატარა მხარდაჭერასა და თანადგომას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ეს ყოველდღიურად ურთულესი რამაა”, - ამბობს ნესტანი.იგი მუდმივად ეძებს თანამოაზრეებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. „რინგოვეტმა“ კი სულ რაღაც ერთწლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ ბიზნესიდეამ გაამართლა.„რწმენას ჯადოსნური ძალა აქვს და იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გვგონია.“ნესტანისა და „რინგოვეტის“ ამბავი გვაჩვენებს, რომ რწმენას და სურვილს, რომ სცადო და ხორცი შეასხა საკუთარ იდეას, ყოველთვის აქვს აზრი. ხოლო ის, რამაც ნესტანის ყოველდღიურობა გარდაქმნა, დღეს უამრავი ცხოველის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ."ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.

1761045510