ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ჰაკერებმა რამდენიმე ქვეყანაში მაკდონალდსის თანამშრომლებისა და მომხმარე...

აშშ-ში თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მაკდონალდსმა თქვა, რომ ჰაკერმა მიიღეს გარკვეული ინფორმაცია აშშ-ის თანამშრომლებისა და ფრენჩაიზების საქმიანი კონტაქტების შესახებ, ისევე როგორც ზოგიერთი რესტორნის ინფორმაცია, როგორიცაა ოთახის მოცულობა და სათამაშო მოედნის ზომა. კომპანია ამტკიცებს, რომ თანამშრომლებისა და მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე ზემოქმედება არ მომხდარა და თანამშრომლების შესახებ ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ იყო კონფიდენციალური ან პირადი.მაკდონალდსის ცნობით, თავდამსხმელებმა მოიპოვეს მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომრები და მისამართები სამხრეთ კორეასა და ტაივანში. ტაივანში ჰაკერებმა ასევე მოიპოვეს ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ, მათ შორის სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია. კომპანია ამტკიცებს, რომ მოპარული ფაილების რაოდენობა მცირე იყო.სამხრეთ კორეისა და ტაივანის ერთეულებმა შეატყობინეს დარღვევის შესახებ აზიის მარეგულირებლებს. კომპანიამ თანამშრომლებს და ფრენჩაიზის მფლობელებს ურჩია, ყურადღებით მოეკიდონ ფიშინგ წერილებს და გამოიჩინონ სიფრთხილე ინფორმაციის მოთხოვნისას.

1737716473

27 იანვარს EU ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა...

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანი შუქი აუნთეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს დაამტკიცებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემენ ხმას, თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით წყდება“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

1737714221

flyDubai-მ ოფიციალურ ვებგვერდზე რუსული ბარათებით გადახდების მიღება დაი...

ადრე ეს ვარიანტი მხოლოდ ქოლ-ცენტრის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. გადახდის ეტაპზე კლიენტი გადამისამართდება ticket2dubai.com-ზე, საკომისიო არის 5%.

1737711248

დეკემბერში მესტიამ იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 17-მა მუნიციპ...

შეგახსენებთ, რომ მესტიაში ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებებს როგორც სერვისის მიმწოდებელი კომპანია, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სემეკიც აკეთებდა. სემეკში ამბობდნენ, რომ „უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია“.უკანონო მაინინგზე უკვე წლებია საუბრობს ადგილობრივი ბიზნესიც. საოჯახო სასტუმროებში ამბობენ, რომ აცივებასთან ერთად მესტიაში დენის მიწოდების პრობლემა იქმნება, რადგან მაინერების მუშაობა და მოსახლეობის მხრიდან მოხმარების ზრდა ქსელის დატვირთვას ზრდის.ქსელი რომ დატვირთულია და მოხმარება რომ იზრდება, ამაზე მიუთითებს „ენერგო-პროს ჯორჯიას“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციაც.„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მესტის მომსახურების ცენტრის აბონენტებმა, 2024 წლის დეკემბერში მოიხმარეს იმდენივე ელექტროენერგია, რაც კომპანიის სხვა, ჩვიდმეტმა მომსახურების ცენტრმა ერთად, იმავე პერიოდში.ყაზბეგის, ონის, ამბროლაურის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ხარაგაულის, ვანის, აბაშის და დედოფლისწყაროს, ცაგერი-ლენტეხის, ქედა-შუახევის, თეთრიწყაროს, წალკის და ბაღდათის მომსახურების ცენტრების სამყოფი ელექტროენერგია, მხოლოდ ერთმა მესტიამ მოიხმარა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.მესტიის ელექტროენერგიის მოხმარება წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება: (წყარო - „ენერგო-პრო ჯორჯია“) 2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ; 2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ; 2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ; 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ; 2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ; 2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ; 2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ; 2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ; 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ; 2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ; 2022 წელი - 121,739,191 კვტ.სთ; 2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ 2024 წელი – 124,692,913 კვტ.სთ როგორც ცნობილია, მესტიაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა, გადასახადს მხოლოდ რეგისტრირებული სამეწარმეო ობიექტები იხდიან.BPN.GE

1737710585

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ხაზინების მართვის ერთიანი პლატ...

აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ბანკების ხაზინების ეფექტიანობის ზრდას, საოპერაციო და ფინანსური რისკების უკეთ მართვასა და ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მუშაობა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. სისტემა მონაწილე ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ გამარტივებული პროცესებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღონ მეტად ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ უკეთ მართონ ფინანსური რისკები, მოახდინონ თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაცია და გაზარდონ საერთო ოპერაციული ეფექტურობა.პლატფორმის დანერგვა გაზრდის ბაზრის მოცულობას, დერივატივების გარიგებებს და გააუმჯობესებს ფასწარმოქმნის პროცესს.ხაზინის მართვის პროგრამული სისტემის უზრუნველყოფის პროექტში ჩართვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ხაზინების ასოციაციამ და ექვსმა კომერციულმა ბანკმა (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი და ბანკი ქართუ).პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემის დასანერგად საჭირო ჰოსტინგის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რაც ხელს შეუწყობს მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი, სტაბილური, უსაფრთხო და საიმედო გარემოს ჩამოყალიბებას. თავის მხრივ ხაზინების ასოციაცია უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით დაგეგმვას, ორგანიზებას და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას. არსებით ხარჯებს კი კომერციული ბანკები გაწევენ.სისტემის შერჩევისას მხარეებმა შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და არსებული პრაქტიკა, რის შემდეგაც არჩევანი საუკეთესო სისტემა MUREX MX.3 - ზე შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა დანერგილი აქვს 100 საერთაშორისო ბანკიდან 65-ს. მსოფლიოში პლატფორმას ყოველდღიურად 60 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.პროექტის მომდევნო ეტაპები მოიცავს სისტემის დანერგვისა და მომსახურების დეტალური პირობების შეთანხმებას, სისტემის მორგებას მონაწილე ბანკების საოპერაციო საჭიროებებთან, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება წინასწარი საპილოტე ტესტირება.

1737708336

თბილისის მერია - სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტშ...

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.მათი განმარტებით, აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კი, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება.„სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.ცნობისთვის, მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებებია ჩართული.

1737706987