CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია აცხადებს, რომ რეგიონებში დაანონსებულ "სელფის" 5G მომსახურებას წელიწად-ნახევარში სრულად უზრუნველყოფენ. ამის შესახებ მან კომპანია „სელფსა“ და Vodafone-თან პარტნიორობის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-სთან ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ CBS ჯგუფი ქართული ტელეკომ კომპანიის „სელფი მობაილი“ მფლობელია.

თამარ გახარიას ინფორმაციით, 5G დაფარვა არ არის მოკლე პროცესი და ის მთელი არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს, რომლის პროცესშიც კომპანია ამჟამად იმყოფება.

„ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ამ ლიცენზიის შეძენაზე პირველი ნაბიჯები გადავდგით და პირველები, რომლებმაც ჩვენი მომხმარებლებისთვის 5G მომსახურება გავუშვით.

ეს არ არის მოკლე პროცესი, რადგან საჭიროებს მთელი არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას, რომლის პროცესშიც ვიმყოფებით და დაახლოებით წელიწად-ნახევარში ჩვენ უზრუნველყოფთ 5G მომსახურებით დაფარვას. თუმცა, მოგახსენებთ, რომ თბილისში ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია და რა თქმა უნდა, იმ ტურისტულად აქტიურ რეგიონებში, რომლებიც დავაანონსეთ, დაფარვა გვექნება“, - ამბობს თამარ გახარია.

წყარო: BM.GE