დეკემბერში მესტიამ იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 17-მა მუნიციპ...
შეგახსენებთ, რომ მესტიაში
ბოლო წლების განმავლობაში
ელექტროენერგიის
მოხმარების ზრდასთან
დაკავშირებით
განცხადებებს როგორც
სერვისის მიმწოდებელი
კომპანია, ასევე
ადგილობრივი
მუნიციპალიტეტი და
სემეკიც აკეთებდა. სემეკში
ამბობდნენ, რომ „უკანონო
მაინინგის ქსელზე
მიერთების და მათ მიერ
გაზრდილი დატვირთვიდან
გამომდინარე ქსელის
მდგომარეობა
კრიტიკულია“.უკანონო
მაინინგზე უკვე წლებია
საუბრობს ადგილობრივი
ბიზნესიც. საოჯახო
სასტუმროებში ამბობენ, რომ
აცივებასთან ერთად
მესტიაში დენის მიწოდების
პრობლემა იქმნება, რადგან
მაინერების მუშაობა და
მოსახლეობის მხრიდან
მოხმარების ზრდა ქსელის
დატვირთვას ზრდის.ქსელი
რომ დატვირთულია და
მოხმარება რომ იზრდება,
ამაზე მიუთითებს
„ენერგო-პროს ჯორჯიას“
მიერ
„ბიზნესპრესნიუსისთვის“
მოწოდებული
ინფორმაციაც.„ენერგო-პრო
ჯორჯიას“ მესტის
მომსახურების ცენტრის
აბონენტებმა, 2024 წლის
დეკემბერში მოიხმარეს
იმდენივე ელექტროენერგია,
რაც კომპანიის სხვა,
ჩვიდმეტმა მომსახურების
ცენტრმა ერთად, იმავე
პერიოდში.ყაზბეგის, ონის,
ამბროლაურის, თიანეთის,
ხულოს, დმანისის,
ჩოხატაურის, ჩხოროწყუს,
ხარაგაულის, ვანის, აბაშის
და დედოფლისწყაროს,
ცაგერი-ლენტეხის,
ქედა-შუახევის,
თეთრიწყაროს, წალკის და
ბაღდათის მომსახურების
ცენტრების სამყოფი
ელექტროენერგია, მხოლოდ
ერთმა მესტიამ მოიხმარა“, -
ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსს“
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“
განუცხადეს.მესტიის
ელექტროენერგიის
მოხმარება წლების
მიხედვით კი ასე
გამოიყურება: (წყარო -
„ენერგო-პრო ჯორჯია“) 2012
წელი - 37,199,070 კვტ.სთ; 2013 წელი -
39,411,787 კვტ.სთ; 2014 წელი - 44,006,849
კვტ.სთ; 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;
2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ; 2017 წელი -
59,311,54 კვტ.სთ; 2018 წელი - 64,832,376
კვტ.სთ; 2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ; 2020
წელი - 91,117,245 კვტ.სთ; 2021 წელი -
101,568,155 კვტ.სთ; 2022 წელი - 121,739,191
კვტ.სთ; 2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ
2024 წელი – 124,692,913 კვტ.სთ როგორც
ცნობილია, მესტიაში
მოსახლეობისთვის
ელექტროენერგია უფასოა,
გადასახადს მხოლოდ
რეგისტრირებული
სამეწარმეო ობიექტები
იხდიან.BPN.GE