არაბულმა ავიაკომპანიამ flyDubai ოფიციალურ ვებგვერდზე რუსული ბარათებით გადახდების მიღებას იწყებს.
ადრე ეს ვარიანტი მხოლოდ ქოლ-ცენტრის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. გადახდის ეტაპზე კლიენტი გადამისამართდება ticket2dubai.com-ზე, საკომისიო არის 5%.
არაბულმა ავიაკომპანიამ flyDubai ოფიციალურ ვებგვერდზე რუსული ბარათებით გადახდების მიღებას იწყებს.
ადრე ეს ვარიანტი მხოლოდ ქოლ-ცენტრის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. გადახდის ეტაპზე კლიენტი გადამისამართდება ticket2dubai.com-ზე, საკომისიო არის 5%.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ნელ-ნელა იზრდება საქონლის და მომსახურების ექსპორტი. განსაკუთრებით კი, ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით."სარეკორდო დონეზეა ექსპორტის მაჩვენებელი და არც ერთ თვეში არ ყოფილა ასეთი მაღალი მაჩვენებელი. თითქმის გაორმაგდა კვარტალური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც პოზიტიური სიგნალი იყო. ჩვენ მივდივართ იმ ეტაპისკენ, რომ თანდათანობით ქვეყანის ეკონომიკა პროფიციტული გახდეს. აღნიშნულს რამდენიმე წელი სჭირდება და შესაძლოა ამის შესანიშნავი დრო 2030 წელი იყოს. პროფიციტული ეკონომიკა გულისხმობს იმას, როცა საქონლის და მომსახურების ექსპორტი საქონლის და მომსახურების იმპორტს გადააჭარბებს და ჩვენ გვექნება წმინდა ექსპორტი დადებითი ნიშნით. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე იზრდება ინვესტიციების მოცულობაც. ვფიქრობთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიური მაჩვენებელი 2 მლრდ დოლარამდე იქნება. მთლიანი ინვესტიციები ამომავალი წერტილია - როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური, რაც ბუნებრივია ნაყოფიერ ნიადაგს შექმნის იმისთვის, რომ ქვეყანა ფუნდამენტურად განვითარდეს", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.მანვე აღნიშნა, რომ მომავალში, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობების ზრდა ენერგეტიკის მიმართულებით არის მოსალოდნელი."მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც გააძლიერებს ინვესტიციების მაჩვენებელს როგორც სამშენებლო, ისე სხვა მიმართულებით. ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზღვავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშა უნდა იყოს შემდგომ წლებში. ველოდებით ამ მიმართულებით ინვესტიციების გაზრდას. საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი ენერგორესურსებისა თუ მოპოვების თვალსაზრისით. ეს ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
1765962175
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სსფ-ის მისიის ფარგლებში, შეჯამდა 2025 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, ასევე განხილულ იქნა 2026 წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პარამეტრები.„ხაზი გაესვა ეკონომიკური ზრდის მაღალ დონეს, ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, როგორიცაა დაბალი დეფიციტი, ვალის დაბალი მაჩვენებელი და ზოგადად, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას. ასევე, განვიხილეთ 2026 წელს დაგეგმილი მეოთხე მუხლის (Article IV consultation) კონსულტაციების თემატიკა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
1765962024
აღნიშნული თარიღი 10 დეკემბრით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ის გუშინდელი დღის ჩათვლით ჩამოერთვა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები ეტაპობრივად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბრუნდება.თარიღის ცვლილებაზე გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.შეჩერებულ მართვის მოწმობების დაბრუნების გარდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლეა ის, რომ მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა უქმდება.მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ ექნებათ პირებს, რომლებიც შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ: - სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება; სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
1765961805
რეგულატორში აცხადებენ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, სების ცენტრალური სცენარის შესაბამისად, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში ვლინდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.6 პროცენტის ფარგლებშია მომსახურების ინფლაცია. მიმდინარე, მიზნობრივ 3 პროცენტზე, მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება. ამავდროულად, მთლიანი მოთხოვნაც, მოლოდინების შესაბამისად, ეტაპობრივად უბრუნდება გრძელვადიან ტრენდს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტი იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტს გაუტოლდება.მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა ასევე, კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომელიც მპკ-მ განიხილა, ერთი მხრივ, მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებას მოიაზრებს. თავის მხრივ, მთლიანი ინფლაციის მიზნობრივიდან ხანგრძლივად გადახრამ შესაძლოა ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედოს. ასევე ამ სცენარით, გლობალურად მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასების ცვლილებაც საყურადღებო ფაქტორად რჩება. განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავების პირობებში, ნავთობის ფასების მოსალოდნელი დინამიკა ცენტრალურთან შედარებით უფრო მაღალი იქნება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. ეკონომიკური ფრაგმენტაციის მოსალოდნელზე მეტად გააქტიურებაც კვლავ ინფლაციურ რისკად რჩება, რადგანაც მან შესაძლოა მიწოდების ჯაჭვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს და გლობალურად გაზარდოს ინფლაცია. ამ რისკების რეალიზება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას მოითხოვს.მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე ეტაპზე ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს. ამავდროულად, დოლარის სუსტი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის კლებადი ტენდენციასთან ერთად, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. ცენტრალური სცენარის შესაბამისად, მხოლოდ მას შემდგომ, რაც მიმდინარე ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას. თუმცა, თუ სხვადასხვა ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნდა, მპკ მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გაამკაცროს.საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს ჩატარდება.
1765960140
კომუნალ ბუტიკ სასტუმროების კონცეფციაც ასეთია: თბილისის ისტორიულ უბნებში, თელავსა და ქუთაისში მდებარე ოთხივე მათგანს ინდივიდუალური სტილი, იმ ქალაქისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა და სამზარეულო აქვს.როდესაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა და 2017 წელს, საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა, კაწა სამსონაძემ ზუსტად იცოდა, რომ ერთ სასტუმროზე არ გაჩერდებოდა.„ჩემი და მეუღლის ჩანაფიქრი თავიდანვე იყო, რომ საქართველოს საუკეთესო კუთხეებში life style, ბუტიკ სასტუმროები მოგვეწყო. იმ პერიოდში, მსგავსი ნიშა არ არსებობდა და ჩვენი წამოწყებაც მოთხოვნადი აღმოჩნდა. როდესაც პირველი სასტუმროს კარი სტუმრებისთვის გაიღო, ბაზარმა გვაჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, - გვიყვება კაწა, რომელიც კომუნალის თითოეული სივრცის კონცეფციის დამუშავებაში დიდ ენერგიას დებს. ამიტომაა, რომ ყველა მათგანი ერთი მხრივ ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, მეორე მხრივ კი, ბრენდის საერთო ხედვის ნაწილია.კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი და მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში - „საუკეთესო პროდუქტი“. „ერთია, როგორ გაფასებენ სტუმრები და მეორეა - პროფესიონალი ჟიურის თვალით დანახული შენი ბიზნესი. ნამდვილად საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება იყო. კარგი შანსი აღმოჩნდა სხვა კუთხით დაგვენახა ის პროდუქტი, რომელსაც ვქმნით“, - ამბობს კაწა.ფრაზა და ემოცია,რომელსაც სტუმრები ყველაზე ხშირად იმეორებენ კი ისაა, რომ მათ თავი სახლში იგრძნეს. ადამიანი კი მხოლოდ სახლში გრძნობს თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ. დაბრუნებაც ხომ ასეთ ადგილას გინდება? ფაქტიც ასეა: უცხოელი თუ ქართველი სტუმრებიც კვლავ უბრუნდებიან კომუნალის სასტუმროს.„პატარა სივრციდან გამომდინარე, ადამიანები ერთად დიდ დროს ატარებენ. საუბრობენ, აზრებს ცვლიან. ეს კამერულობა ურთიერთობებს ქმნის. თუ ვინმესთან კომუნიკაცია არ გსიამოვნებს, კომუნალი ნამდვილად ვერ გახდება შენთვის საყვარელი ადგილი“.კომუნალის ისტორია აჩვენებს, რომ მკაფიო ხედვა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა ბუტიკ სასტუმროს კონცეფციას რეალურ ღირებულებად აქცევს. ეს არის ბრენდი, რომელიც ზრდას სიჩქარით კი არა, ხარისხით ზომავს. თავადაც ამბობენ, რომ ყოველი მომდევნო პროექტი წინასთან შედარებით უკეთესია.
1765958400
საუბარია ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მესამე მოსმენით მიიღო და ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს.ცვლილების მიხედვით, საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის. ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციულ ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.აღნიშნული ცვლილებებით, ღია ბანკინგში ჩართულ არასაბანკო ინსტიტუტებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიონ კომერციულ ბანკებს, დანერგონ ინოვაციური გადახდის სერვისები და მომხმარებელს შესთავაზონ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურება.გარდა ამისა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ის დავების განმხილველი კომისიის სადაო საგნის ღირებულება 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება.ამავე ცვლილებების მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 10-16 დეკემბერს იმყოფებოდა საქართველოში. მისიის წევრებმა შეაფასეს ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
1765956120
CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“...
1764851220
კვერცხის დეფიციტის რეალური მიზეზები – "კოდას" დამფუძნებლის განმარტება
1765444141
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული დ...
1765365120
დიდიე ტღებიუკი - საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა,...
1765280431
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
1765193382