ევროკავშირი უპრეცედენტო ტემპებით ყიდულობს რუსულ თხევად გაზს, ხარჯავს მილიარდობით დოლარს, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებისთვის იყენებს.

ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის მონაცემებით, მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა, ევროკავშირის 27 ქვეყანამ 2025 წლის პირველსავე 15 დღეში 830 ათასი ტონა რუსული თხევადი გაზის ტრანსპორტირება განახორციელა.

ამასთან ევროკავშირი ცდილობს რუსულ ენერგო მატარებლებზე სრულად თქვას უარი, 10 სახელმწიფო აგრესორი ქვეყნის თხევად გაზზე სანქციების დაწესებას ითხოვს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი აცხადებს, რომ ევროპამ რუსული თხევადი გაზი ამერიკულით უნდა ჩაანაცვლოს.