ეს ბოლო სესიის სავაჭრო მონაცემებიდან გამომდინარეობს.ორშაბათს, Comex-ის ბირჟაზე თებერვლის ურანის ფიუჩერსების ფასმა ფუნტზე 89,25 დოლარს მიაღწია. ეს პირველი შემთხვევაა, 2024 წლის 4 ივნისის შემდეგ, როდესაც ფასი 89 დოლარს გადააჭარბა.ურანის ფასი ზედიზედ მეორე თვეა იზრდება, იანვრის დასაწყისიდან უკვე 9%-ით გაიზარდა გასული წლის დეკემბერში თითქმის 7%-იანი ზრდის შემდეგ.
1769520497
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანა-კაისა იტკონენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„ეს აკრძალვა მომზადების ფაზაშია. ეს უფრო რთული საკითხია, ამიტომ ვერ დავასახელებ ვადებს [მისი წარდგენის თარიღის], მაგრამ ეს თავის დროზე მოხდება“, - თქვა მან ევროკომისიის მიერ რუსეთიდან ბირთვული საწვავის აკრძალვის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
1769520145
თიბისის მომხმარებლებს მორიგი შეთავაზება 30 იანვარს, Extra-ზე დახვდებათ, სადაც ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 30 %-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 200 ლარს.თიბისი ბარათების მომხმარებლებს ქეშბექი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად უბრუნდებათ, რაც უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევთ. ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით.Extra-ზე 30 იანვრის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.აიღე, ახალი თიბისი ბარათი ონლაინ რამდენიმე წამში- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე. გაიმარტივე ცხოვრება და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით.
1769511799
„ძვირფასო მგზავრებო!29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის.მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769510128
როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა.აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
1769510036
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729.31 მლნ ლარით (1.82%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით (4.29%-ით) გაიზარდა.რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.18%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.38 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.31%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.01 %-ით მეტი).2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.6% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია.
1769509851
„ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში სომხეთი აშშ-ს მოგების 74%-ს გადასცემს, ხ...
1768388383
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თე...
1768985704
„თეგეტა მოტორსი“ X CONTACT - პირველი სრულმასშტაბიანი AI-ვიდეო კრეატიულ...
1768305120
მექსიკის უმდიდრესი ადამიანი „ლუკოილის“ აქტივებს შეიძენს
1768902378
„მაღაზიაში 50%-იანი „ქეშბექია" პირობითად ღვინოზე ან შოკოლადზე - მწარმო...
1769077469










