
დადასტურებული ინფორმაციით, შსს-მ კომპანია „სილქნეთის" მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი იგივე „ზარალა" დააკავა. დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, იარაღია.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
1751817238

გამოცემის ცნობით, სტრუკოვმა ჩელიაბინსკიდან თურქეთში გაფრენა სცადა „Bombardier“-ის პირადი თვითმფრინავით.საჰაერო ხომალდების ფრენებს თვალყურის დევნების სერვისის, Flightradar24-ის ცნობით, „Bombardier“-ი, რომლის რეგისტრაციის ნომერი RA-67131 იყო, 5 ივლისის შუადღისას ირკუტსკის ოლქის ბრატსკიდან მოსკოვში გაფრინდა. 6 ივლისს თვითმფრინავი მოსკოვიდან ბაქოში, ხოლო იქიდან სტამბოლში უნდა გაფრენილიყო.„კომერსანტის“ ცნობით, თვითმფრინავში მყოფმა მანდატურებმა სტრუკოვს პასპორტი ჩამოართვეს, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა გააუქმა. გამოცემამ გამოაქვეყნა „ოპერატიული კადრების“ ფოტო, სადაც სტრუკოვი თვითმფრინავში მგზავრის სავარძელში ზის, ახლოს კი მანდატურის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები დგანან. თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები ასევე გავრცელდა VChK-OGPU Telegram არხით. გაურკვეველია, სად და როდის არის ისინი გადაღებული.კომპანია „იუჟურალზოლოტომ“ მედია კონსტანტინ სტრუკოვის მიმართ „ცილისწამებისა და დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართული ქმედების“ განხორციელებაში დაადანაშაულა. „იუჟურალზოლოტოში“ აცხადებენ, რომ ხელმძღვანელის დაკავების შესახებ გავრცელებული ჭორები მცდარია."სინამდვილეში, მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მისი გუნდთან ერთად საქმიანი მოგზაურობიდან დაბრუნების მომენტია აღბეჭდილი“, - განუცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა ჩელიაბინსკის გამოცემა 74.ru-ს. მათი თქმით, მანდატურებმა სტრუკოვს სასამართლოში უწყება გადასცეს.კომპანიის წარმომადგენელმა RBC-ს ისიც განუცხადა, რომ კონსტანტინ სტრუკოვი 5 ივლისს მოსკოვში, YGC-ის ოფისში, თავის სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.სტრუკოვის შვილიშვილმა, ულიანამ, Telegram-არხ „ფრთხილად, სიახლეები“-თან თქვა, რომ ბიზნესმენი 5 ივლისს ოფისში მთელი დღე მუშაობდა - „დილის ექვსი საათიდან გვიან საღამომდე“. მისი თქმით, მანამდეც „ოჯახის შესახებ საკმაოდ ბევრი ჭორი“ ვრცელდებოდა.აღსანიშნავია, რომ ჩელიაბინსკის სასამართლოში რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილია სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია კონსტანტინ სტრუკოვის 11 კომპანიაში, მათ შორის „იუჟურალზოლოტოში“ წილების ჩამორთმევა. 2 ივლისს, ჩელიაბინსკის რაიონულმა სასამართლომ სტრუკოვს და მის ოჯახს, უსაფრთხოების ღონისძიების სახით, საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა.კონსტანტინ სტრუკოვი ჟურნალ „ფორბსის“ რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 78-ე ადგილზეა. აპრილში გამოცემამ მისი ქონება 1,9 მილიარდ დოლარად შეაფასა.
1751814792

ზანგეზურის კორიდორი საქართველოს სამხრეთით სომხეთს, ირანს და თურქეთს შორის გამავალი ვიწრო (40 კმ-იანი) ზოლია, რომელიც თითქოს და მომავალში საქართველოს უფუნქციოდ დატოვებს, და ქვეყანას დანიშნულებას დაუკარგავს.ამ პრობლემასთნ დაკავშირებით, თემატურად, მოსალოდნელია გავრცელდეს ნაწყვეტი ფილმიდან “დათა თუთაშხია” სადაც სმოკინგში გამოწყობილი პერსონაჟი (გოგი გეგეჭკორი) ყვება თუ როგორ დაემსგავსა ქართველი ხალხი საძოვარზე მიშვებულ ნახირს, მას შემდეგ რაც სავაჭრო გზებმა გადაინაცვლეს საქართველოდან.სამწუხაროა, მაგრამ NATO-ს და EU მითოსი (სადაც თუ შევიდოდით, უეჭველად გავბრწყინდებოდით) ძალიან უცებ ჩავანაცვლეთ ანაკლიის პორტით და სატრანზიტო გზიდან შემოსავლებით. ტვირთების ტრანზიტმა ზოგიერთის წარმოდგენით, უნდა გაამდიდროს საქართველო და უზრუნველყოს ჩვენი ბედნიერი მომავალი (უკუნითი უკუნისამდე ამინ!), მაგრამ ამ მომავალსაც საფრთხე შეექმნა და ჩამოვარდა დიდი შიშიანობა.კომპეტენტური მსჯელობა არ მიმდინარეობს, რაც ჩემი აზრით აუცილებელია. ვიდრე საქმის უფრო უკეთ მცოდნე ადამიანები განმარტავენ, თავს ნებას მივცემ რამოდენიმე აზრი გადმოვცე, თუ სინამდვილეში რა ელის საქართველოს როგორც სატრანზიტო ჰაბს სამხრეთ კავკასიაში თუ ზანგეზურის გზა გაიხსნა:1) ამ შემთხვევაშიც ძალაშია საყოველთაო სავაჭრო პრინციპი “რაც მეტია მაღაზია (შეთავაზება) მით მეტია მყიდველი. ანუ რაც მეტია გადატანის საშუალება მით მეტია ტვირთი.2) გაიზრდება კონკურენცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე მიმართულების განვითარებას.3) საქართველოს სატრანზიტო გზას პირდაპირ და უშუალოდ ვერ უკავშირდებიან ევრაზიის კონტინენტალური ნაწილის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ერთეულები, ირანი და ინდოეთი, ზანგეზური ამის საშუალებას მისცემს ორივეს.4) საქართველოს გააჩნია ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს კონკურენციის პირობებში.ამასთნ ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ "აბრეშუმის გზის" ეპოქის აქლემების ქარავნს და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას შორის დიდი განსხვავებაა. დღეს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობა აგებულია მულტიმოდალური კავშირებით. ამიტომსხვადასხვა სატრანზიტო-სატრანსპორტო მიმართულებებს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით სატვირთო ტრანსპორტში, უნდა განვიხილოთ როგორც კომბინირებული ან მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირები.სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა სატვირთო მანქანები, მატარებლები და გემები, საჰაერო ტრანსპორტი გამოიყენება საქონლის ეფექტურად და მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვის. მიზანი არის მაქსიმალურად გამოიყენოს თითოეული სატრანსპორტო საშუალების უპირატესობა და სატრანსპორტო ჯაჭვის ოპტიმიზაცია. მაგალითდ კომბინირებული ტრანსპორტი (CT):CT- ში საქონელი ტრანსპორტირდება სატვირთო ერთეულებში (მაგ. კონტეინერები), რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას შორის, თავად საქონლის გადატვირთვის გარეშე.არსებობს CT-ის სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა თან ახლავს CT (მანქანაში მძღოლთან ერთად) და უპატრონო KV (მძღოლის გარეშე).CT ხელს უწყობს გზის გადატვირთვის(საცობების) შემსუბუქებას, დამაბინძურებელი ემისიების შემცირებას და ენერგიის დაზოგვას.CT- ის მაგალითებია სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება მატარებლებზე (მაგ. არხის გვირაბში) ან სარკინიგზო და სატვირთო მანქანის კომბინაცია წინასწარ ვაგონში და შემდგომი ვაგონით.მულტიმოდალური ტრანსპორტი:მულტიმოდალური ტრანსპორტი გულისხმობს სატრანსპორტო ჯაჭვში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას, საქონელი, როგორც წესი, ტრანსპორტირდება ერთგვაროვან დატვირთვის ერთეულებში. მულტიმოდალური ტრანსპორტი მოქნილი და ეფექტური გზაა საქონლის ტრანსპორტირებისთვის დიდ მანძილზე.ამიტომ ტრანსპორტის სხვადასხვა რეჟიმის ინტეგრაცია მოითხოვს კარგ დაგეგმვას და კოორდინაციას როგორც ერთი მიმართულებით ასევე ერთ რეგიონში სავარაუდოდ არსებულ ორ მიმართულებას შორის. ასეთ შემთხვევაში ქსელები და ასოციაციები ხელს უწყობენ გადაზიდვაში მონაწილეებს შორის ტვირთების გაცვლას და თანამშრომლობას. ასეთი ქსელების მაგალითებია Cargoline, ELVIS, CTL, VTL, 24plus, OSL, System Alliance Europe და IDS დ.ა.შ.დაბოლოს საქარელოს ეკონომიკის მომავალი მხოლოდ სატრანზიტო კორიდორის ფუნქციას არ უკავშირდება, საქართველოში უნდა მივაღწიოთ სატრანზიტო ნედლეულის ნაწილობრივი გადამუშვების სეგმენტში მონაწილეობის უფლებას, რაც საქარელოს დაუბრუნებს სამრეწველო ქვეყნის სტატუსს", - წერს გიორგობიანი.
1751812157

როგორც შეხვედრის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბარი ეკონომიკისა და ბიზნეს სფეროს შეეხებოდა.ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების საკითხზეც."ძირითადად, ბიზნესზე იყო საუბარი, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა, არც არავის დაუსვია ეს საკითხი.გამოწვევებს რაც შეეხება, საინტერესო იყო ის, რომ ოპტიმიზაციაზე გამახვილდა ყურადღება, დასაქმებაზე, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ახლა ხდება მათი შემცირება, საინტერესო იყო.მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდოდა, რომ ბიზნესმენების წინაშე გამოეხატა (მადლიერება), სხვათაშორის, პირველად, რაც თავი მახსოვს, ბიუჯეტის შევსებისთვის, გადასახადების სწორ გადახდაში, დანარჩენი ისეთი არაფერი", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
1751643870

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე. პანელური დისკუსიის ბოლოს სიტყვით გამოვიდა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ნადია კალვინიო. დისკუსიამდე სებ-ის პრეზიდენტმა მოდერატორობა გაუწია სესიას, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში“. სესიის მთავარი სპიკერი ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრანკ ელდერსონი იყო, განხილვის მთავარი თემა კი მდგრად დაფინანსებას, კლიმატური ცვლილებებსა და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს ეხებოდა.როგორც ნათია თურნავამ სესიაზე აღნიშნა, მდგრადი ფინანსური ბაზრების განვითარების მხარდაჭერა ეროვნული ბანკის მდგრადი ფინანსური ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.მისივე თქმით, მდგრადი ეკონომიკური საქმიანობისთვის საერთო ენის შექმნის, ფრაგმენტაციის შემცირების და სხვა რისკის შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომელიც მოიცავს როგორც „მწვანე“, ისე „სოციალურ“ ტაქსონომიებს და შესაბამის რეგულაციებს, რომლებიც ძალაშია 2023 წლიდან. „ეს ჩარჩო საქართველოში აწესებს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების სესხების განმარტებებს და ადგენს გამჟღავნების მოთხოვნებს ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ამჟამად, ბანკები ტაქსონომიას იყენებენ მწვანე და სოციალური სესხების გასაცემად და ამ საქმიანობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგებისთვის. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მწვანე სესხები მთლიანი პორტფელის დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. ეროვნული ტაქსონომიების ქონა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რეგიონული და საერთაშორისო ჰარმონიზაცია ასევე აუცილებელია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სტანდარტების ჰარმონიზაციისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ფინანსური ბაზრები სულ უფრო მეტადაა ურთიერთდაკავშირებული. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი“, - დასძინა მან.სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (OEDNE/EDS19) შეხვედრა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები ერთად განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
1751641667

ღონისძიებაზე, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, რეკორდული რაოდენობის მონაწილე 443 ბიზნესიდან, საუკეთესოები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში:1.საუკეთესო პროდუქტი კატეგორიის გამარჯვებული Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42 გახდა, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით მაყურებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს; მეორე ადგილი ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა - Reckless • რექლეს-მა დაიკავა, რომელიც ახალ თაობას ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ეხმარება; მესამე ადგილზე კი კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels გავიდა. 2.საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი ნომინაციის გამარჯვებული სტარტაპი Tasteit გახდა, რომელიც საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელია და ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში აკავშირებს; მეორე ადგილი დაიკავა სტარტაპმა - „QACanvas“. კომპანია QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით, რომელიც ამარტივებს ტესტის სცენარების გენერაციასა და მართვას; მესამე ადგილი კი, სტარტაპმა - Awork • ევორქი-მა დაიკავა, რომელიც ახალი თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრულ პლატფორმაა. 3.გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაციაში - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა გამარჯვებული გახდა კაფე მზიური Cafe Mziuri, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას; მეორე ადგილი დაიკავა Adamiani • ადამიანი-მა, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს; მესამე ადგილზე სოციალური კონცეფციის მაღაზია - Social Concept Store ESKI გავიდა, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების ხელნაკეთ პროდუქციას. 4.გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია აგროლაბი - AgroLab-ს; ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სამთო სასტურმო AltiHut-მა, რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს; მესამე ადგილზე კი Agrometa • აგრომეტა გავიდა, რომელიც ფერმერებს მაღალტექნოლოგიური აგრო-დრონების სერვისს სთავაზობს. საუკეთესო ფრილანსერი ნომინაციის გამარჯვებული მხატვარი და დიზაინერი მანანა არაბულია, რომელიც უნიკალური წიგნების დიზაინით არის ცნობილი; კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი მესხმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში ეხმარება; მესამე ადგილი გიგა მეტრეველმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს ზრდისა და განვითარებისთვის კონსულტაციებს სთავაზობს. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმრო Le Méridien Batumi-ს, რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხითმწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია, Vintylator ვინტილატორი-ს გადაეცა, რომელიც გარემოს დაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევაბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
1751640145

Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თ...
1751288760
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა" დააკავეს
1751817238
„იუჟურალზოლოტოს“ მფლობელი, მილიარდერი კონსტანტინ სტრუკოვი რუსეთიდან გა...
1751814792
რა ელის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბს სამხრეთ კავკასიაში, თუ ზან...
1751812157
Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
1751446620