ნინო ქადაგიძე უკვე სამი წელია, ინდივიდუალური მეწარმეა. ქმნის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს ქალებისთვის და პროდუქციას მომხმარებლებს მსოფლიო მასშტაბით აწვდის. ახლახან ნინომ საქართველოს ბანკის გათამაშებაში გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი ინდმეწარმე, რომელმაც ციფრულ არხებში - ბიზნესმობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში ტრანზაქციების შესრულებით ფულადი პრიზი მიიღო. ამ სტატიაში იგი საკუთარ საქმიანობაზე და გათამაშებაში გამარჯვებაზე გვიამბობს.

მან საქმიანობის დაწყება პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა. 2021 წელს საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა და დაფინანსებით დანადგარები შეიძინა. ერთი წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში ფიზიკური მაღაზიებიც გახსნა, მაგრამ ონლაინ გაყიდვების სისტემის კარგად გამართვის გამო, მთლიანად დისტანციურ მოდელზე გადაერთო.

„ჩვენი ნიშა ქალის ფეხსაცმელია - როგორც კლასიკური, ისე ყოველდღიური სტილის. ვიყენებთ ნატურალური ტყავსა და ზამშის მასალებს, წელს კი პროდუქციის ასორტიმენტს ქალის ქურთუკები დავამატეთ. მომხმარებელს ძალიან ხელსაყრელ და მოქნილ პირობებს ვთავაზობ ნივთის შეძენისას, მათ შორის პროდუქტის გადაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში. რაც მთავარია, მყავს დიდი აუდიტორია და ნდობა, რომელსაც ხარისხითა და მომსახურებით ყოველთვის ვამართლებ“, - ამბობს ნინო.

მეწარმე საკუთარი პროდუქციის დიდ ნაწილს საქართველოში ყიდის, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით დაინტერესება მზარდია და ახლა პროდუქციის 20% სწორედ ექსპორტზე გადის.

„გაყიდვებისა და მომსახურების კუთხით, ჩემი საქმიანობა მთლიანად გაციფრულებულია, რაშიც ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს საქართველოს ბანკის ციფრული არხები და სისტემები. ჩვენს ვებგვერდზე ინტეგრირებულია საქართველოს ბანკის გადახდის სისტემა, ასევე მომხმარებლებს ვთავაზობთ ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდს. საქართველოს ბანკის გათამაშების შესახებ სწორედ ციფრულად, ბიზნეს მობილბანკის მეშვეობით გავიგე. კერძოდ, ანაბრის გახსნის დროს დავაკვირდი, რომ გარკვეული რაოდენობის ბილეთები დამიგროვდა, შემდეგ დავინტერესდი და ინფორმაცია მოვიძიე გათამაშებაზე. ბოლოს კი გამარჯვებულებს შორისაც აღმოვჩნდი. ინდ. მეწარმეებს ვურჩევდი, რომ შეასრულონ ტრანზაქციები ბილეთების დასაგროვებლად, რადგან წინ დიდი სიურპრიზები ელოდებათ“, - ამბობს მეწარმე.

მისი სამომავლო გეგმები ბიზნესის გაფართოებას და მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის შეძენას უკავშირდება. ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის გათამაშება კი გრძელდება.

გათამაშების ფარგლებში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ინდ. მეწარმეებს

ციფრული ბილეთების დაგროვება საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით - გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და ან სხვა ოპერაციებით შეუძლიათ.

გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები და დაელოდეთ მეორე ეტაპის გათამაშებას ან ფინალს. ყოველთვიურ პრიზებთან ერთად, ფინალში, 13 იანვარს, ინდ. მეწარმეებს 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მოგების შანსი ეძლევათ. ფინალში სამივე თვეში დაგროვებული ბილეთები მონაწილეობს.

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.