უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.

„უმაღლეს რადაში შემოვიდა განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან დმიტრო კულებასგან, თანამდებობის დატოვების შესახებ".- განაცხადა სტეფანჩუკმა.

მან დოკუმენტის ფოტოც გაასაჯაროვა და განმარტა, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.