ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზმა ე.წ. დეპუტატმა ე.წ. პარლამენტში ცეცხლი გახსნა და ორი კოლეგა დაჭრა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, განუცხადეს რია ნოვოსტის ე.წ. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"აფხაზეთის პარლამენტში მომხდარი სროლის შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა. შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდნენ დეპუტატები ადგურ ხარაზია, კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია. ხარაზიამ რამდენიმე გასროლა დაჭრა, რის შედეგადაც კვარჩია და გოლანძია დაჭრეს", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

ცოტა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოლანძია გარდაიცვალა. 

"გოლანძია გარდაიცვალა, მას თავში დაჭრეს, კვარჩიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის მხრის არეში დაჭრეს", - განუცხადეს რია ნოვოსტის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ამ ეტაპზე კონფლიქტის მიზეზი დადგენილი არ არის. შენობაში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.