პირველი თურქული ელექტრომობილების მწარმოებელმა Togg-მა სამშაბათს, 14 მარტს გამოაცხადა პირველი მოდელის ღირებულება, რომელიც გამოვიდა ღია გაყიდვაში.

აღნიშნულია, რომ ერთი დამუხტვით 314 კმ დისტანციის სტანდარტული ვერსია 923 ათასი თურქული ლირა (48,5 ათასი დოლარი) ეღირება. ერთი დამუხტვით 523 კმ გაზრდილი დისტანციური ვერსია ეღირება 1,215 მილიონი თურქული ლირა ($63,9 ათასი).

მოსალოდნელია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ელექტრომობილების მფლობელი არაუმეტეს 20 ათასი ადამიანი გახდება.

Togg-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიურკან კარაკაშის თქმით, წელიწადში დაახლოებით 100 000 ელექტრომობილის წარმოება იგეგმება, ხოლო წარმოების სიმძლავრემ შეიძლება ეს მაჩვენებელი 175 000 ერთეულამდე მიიყვანოს.

2030 წლისთვის იგეგმება დაახლოებით მილიონი მანქანის აწყობა. მათთვის ფასი, საავტომობილო ქარხნის პროგნოზით, 43 000 დოლარიდან 54 000 დოლარამდე იქნება, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები გაყიდვების დაწყებამდე კონკრეტულ ფასს არ ასახელებენ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

Togg-ის ოფიციალური გაყიდვები თურქეთში 2023 წლის მარტში დაიწყება და 1,5 წლის განმავლობაში შიდა ბაზარზე იქნება ორიენტირებული. შემდეგ იგეგმება მანქანების ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, კერძოდ გერმანიასა და საფრანგეთში.

Togg ელექტრომობილები იწარმოება ბურსას პროვინციაში (გემლიკის რეგიონი) დასავლეთ თურქეთში.

გიორგი არაბული