"აზერბაიჯანმა არასტაბილურ სამყაროში საიმედო ენერგეტიკული უსაფრთხოების სამაგალითო მოდელი შექმნა", - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოს ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი სტრატეგიული პროექტების წყალობით, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და სამხრეთის გაზის დერეფანი, რომლებიც კასპიის ზღვას მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებთან აკავშირებენ, აზერბაიჯანი დღეს წარმატებით ახორციელებს ნავთობის ექსპორტს 25 ქვეყანაში, ხოლო ბუნებრივი აირის - 12 ქვეყანაში.

„გასულ წელს აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტის 75%-ზე მეტი და ბუნებრივი აირის ექსპორტის 51% ევროპის ქვეყნებში მოდიოდა. აზერბაიჯანი, რომელმაც მოკლე დროში მილსადენებით გაზის მიწოდების გეოგრაფიის მხრივ მსოფლიოში წამყვანი პოზიცია დაიკავა, ევროკავშირისთვის მილსადენებით ტრანსპორტირებული გაზის მეოთხე მიმწოდებელია 7%-იანი წილით.