2026 წლის თებერვალში ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით 115 000 ტონა ნავთობი გაიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია KazTransOil-ი (KTO) ავრცელებს.
„2026 წლის თებერვალში, BTC მილსადენისა და აქტაუს საზღვაო პორტის მეშვეობით 115 000 ტონა ყაზახური ნავთობი გაიგზავნა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
2026 წლის იანვარში, BTC მილსადენის მეშვეობით ყაზახეთიდან 106 000 ტონა ნავთობი გაიგზავნა. ეს თებერვლის გადაზიდვებთან შედარებით 8.5%-იან ზრდას წარმოადგენს.
2025 წლის ბოლოსთვის ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.2 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა.
ყაზახური ნავთობის ტრანზიტი BTC მილსადენით 2026 წელს 1.6 მილიონ ტონამდეა დაგეგმილი.













