ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ის კონსოლიდირებული წმინდა მოგება 2025 წელს წლიურად 10%-ით გაიზარდა და 1.2 ტრილიონ ტენგეს (2.4 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია, განაცხადა კომპანიამ ორშაბათს.

2025 ფისკალური წლისთვის კომპანიის მთლიანი შემოსავალი წლიურად 19%-ით გაიზარდა და 3.1 ტრილიონ ტენგეს მიაღწია. თურქეთში ოპერაციების ჩათვლით, შემოსავალმა 4.1 ტრილიონ ტენგეს მიაღწია.

წლის დასაწყისში Kaspi-მ შეიძინა 65.4%-იანი წილი Hepsiburada-ში, თურქეთის უმსხვილეს ელექტრონული კომერციის პლატფორმაში.

Kaspi.kz-ის აქციონერებმა, რომელთა შორისაა ყაზახეთის მესამე უდიდესი საცალო ბანკი, Kaspi Bank, 2024 წლის იანვარში Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში 1.04 მილიარდი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსეს.

შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერები არიან: მიხეილ ლომთაძე (22.6%), ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.68%).