Forbes-ის თანახმად, რუსეთი შესაძლოა ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყოს, რაც მოსკოვისთვის ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შედეგად მიღებულ სარგებელზე მიუთითებს.

სტატიაში განმარტებულია, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი ნავთობის ფასებს ზრდის, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება „ტანჯულ“ რუსეთის ეკონომიკას. შედეგად, რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაფინანსების გაგრძელებას შეძლებს.

გარდა ამისა, ირანი რუსული იარაღის შეძენას გააგრძელებს. რუსეთი იყო და რჩება ირანის დომინანტურ იარაღის მიმწოდებლად - 1979 წლიდან თეირანის მიერ შეძენილი ყველა იარაღის მესამედი რუსული იყო.

„მოსკოვმა შეიძლება კიდევ ერთხელ ადაპტირება მოახდინოს და დაიცვას თავისი პოზიციები არეულობის გამოყენებით, რათა მიაღწიოს უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს“, - ასკვნის Forbes.