მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება, მაისში წლიურმა ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის,

ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.0% შეადგინა
ადგილობრივმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა - მატება ყველაზე მეტად პურის ერთჯერად გაძვირებას უკავშირდება

საბანკო სექტორი

აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.5%-ით გაიზარდა

დეპოზიტების დოლარიზაციამ, აპრილში, 52.2% შეადგინა

აპრილში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.3 პპ-ით, 43.3%-მდე გაიზარდა

საგარეო სექტორი

იმპორტი - აპრილში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 3.6%-ით შემცირდა. შემცირება დიდწილად სამომხმარებლო საქონლის იმპორტის კლების შედეგია

ექსპორტი - აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 41.1%-ით გაიზარდა და 616.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ყველა ჯგუფში, თუმცა ზრდაში წამყვანი სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი იყო

აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 207.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.