გიორგი მარგებაძე - ქვეყანაში სტაბილური რომ იყოს ელექტროენერგია, საკუთა...
„სულ ცოტა ხნის წინ ტარიფი
მოსახლეობას და, მათ შორის,
კომერციას გაეზარდა 5
თეთრით. ეს გაეზარდა
იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი
შიდა გენერაცია არ ვართ,
დამოკიდებული ვართ
იმპორტზე და იმპორტის წილი
გაიზარდა ზუსტად ჩვენი
ელექტროენერგიის
მოხმარების წილში. ვის
გვინდა ჩვენ აქ ვუთხრათ,
მოდით, ჩვენ ქვეყანაში
სერიოზული წარმოება
გააკეთეთ-თქო, როდესაც
ყოველ სამ წელიწადში
ერთხელ ელექტროენერგიის
ტარიფი გეცვლება და
ძირითადად არის მზარდი? ვის
გინდა ეს უთხრა, რომ
დაგეგმოს საკუთარი
ბიზნესი? მე არ მაქვს
საუბარი რაღაც ერთ, ორ და
სამწლიან პროექტებზე,
გრძელვადიან პროექტებზე,
გრძელვადიან წარმოებაზე
მაქვს საუბარი. არ ვიცი,
ვიღაც ქარხანას რომ უთხრა,
მოდი, მანქანების ქარხანა
გახსენი პირობითად, ან
ვინმეს უთხრა, მოდი,
სასურსათო მეურნეობა
გააკეთე, მაცივრები დადგი,
ჟოლოები რომ გაყინო-თქო,
პირობითად, ეს ყველაფერი
ხომ ელექტროენერგიის
ტარიფზეა დამოკიდებული?
შენ რომ გათვლა გააკეთო და
შენ ქვეყანაში სტაბილური
რომ იყოს ელექტროენერგია,
საკუთარი გენერაცია უნდა
გქონდეს განვითარებული,
რომ გარე პირობებზე არ იყო
დამოკიდებული და, სულ
მცირე, 10 წლით გაყინული უნდა
გქონდეს ელექტროენერგიის
ტარიფი, რათა მერე ბიზნესს
ჰქონდეს საშუალება,
საკუთარი ბიზნესი
დაგეგმოს“, – განაცხადა
მარგებაძემ.როგორც მცირე
და საშუალო ჰესების
ასოციაციის ხელმძღვანელმა
აღნიშნა, დღეს ევროპაში
არცერთი ახალი
საცხოვრებელი სახლი აღარ
შენდება, სადაც გაზი არის
შეყვანილი და ყველაფერი
ელექტროენერგიაზეა.„მათ
შორის, ძალიან მალე
დავინახავთ, ჩინური
საავტომობილო ბიზნესი
როგორ განვითარდება და
ელექტრომობილებზე გადავა
ძალიან დიდი უმრავლესობა.
არ ვიცი, 15%-ს მივაღწევთ
ალბათ, ძალიან მალე. სხვათა
შორის, იმ გაზსაც, რომელიც
ჰორმუზის სრუტით მიაქვთ თუ
საიდანაც მიაქვთ, აირად
აქცევენ და, საბოლოო ჯამში,
აირებული გაზი ისევ
ელექტროენერგიაში
გარდაიქმნება. ამიტომ,
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ
ენერგოდამოუკიდებლობაზე,
ის რესურსი, რაც ჩვენ
გვაქვს, წყლის, თუნდაც
ქარის და თუნდაც მზის,
თავისუფლად შეგვიძლია,
გარდავქმნათ ისევ გაზში.
ჩვენ გაზს ვწვავთ, რომ
ელექტროენერგია მივიღოთ,
ხომ? ამიტომ,
ენერგოდამოუკიდებლობა და
ენერგოუსაფრთხოება არის
აბსოლუტურად სწორი
მიდგომა“, – განაცხადა
მარგებაძემ.მისივე თქმით,
ჩვენ ასეთი საფრთხეების
წინაშე ვდგავართ და ამ
საფრთხეების გადაჭრას
უნდა რადიკალური
მოქმედებები.„ეს რაღაც
ლაპარაკი უნდა გადავდოთ
გვერდზე და სასწრაფოდ უნდა
დავიწყოთ ჩვენი საკუთარი
გენერაციების შექმნა“, –
განაცხადა მარგებაძემ.