ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს წარმატებაში, გეგმავთ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას - ამის შესახებ Gojo & Company-ის დამფუძნებელმა, ტაეჯუნ შინმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგ Gojo & Company-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ტაეჯუნ შინს შეხვდა.

Gojo & Company-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც ქართულ საფინანსო სექტორში პირველი იაპონური ინვესტიცია უკვე განახორციელა და კრედო ბანკის 16.8%-იან წილს ფლობს, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურად მზარდ ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს წარმატებაში. იაპონელი ინვესტორები გრძელვადიანი ხედვით და თანამშრომლობისადმი ერთგულებით გამოვირჩევით. ვგეგმავთ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას და  წინსვლას“, - განაცხადა ტაეჯუნ შინმა.

სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგი Gojo & Company-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტაეჯუნ შინი საქართველოში ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.