საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთგულია საქართველოს დარგობრივი პოლიტიკის რეფორმების, თანამშრომლობის და მხარდაჭერის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.

როგორც თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა, წინსვლა აჩვენა და აქვს ძლიერი პოზიცია, რომ ასე გააგრძელოს.

„ფისკალურ პოლიტიკას რაც შეეხება, ამ მიმართულებით უნდა ითქვას, რომ არსებული პოლიტიკა ძლიერია, საშუალოვადიან პერიოდში ადეკვატური იქნება ძლიერი ფისკალური პოლიტიკის გასამყარებლად, მნიშვნელოვანი იქნება გაგრძელდეს  ძალისხმევა, რომ მობილიზაცია მოხდეს საგადასახადო შემოსავლების და ხარჯების მიმართულებით დასახული პოლიტიკა განხორციელდეს.

ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ჩვენი მუშაობის პროცესში, რომ წინსვლა ფისკალური მიზნების მიმართულებით უნდა შენარჩუნდეს. ერთ-ერთი სფერო, რაზეც ვისაუბრეთ უკავშირდება სახელმწიფო საწარმოებს. წინსვლა ამ მიმართულებით არსებობს, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროდან ზედამხედველობის საკითხში, მაგრამ არის სფეროები, სადაც შემდეგი წინსვლაა საჭირო, მაგალითად კორპორატიული მმართველობის გაუმჯობესება ამ სახელმწიფო საწარმოებში, სახელმწიფოს როლის გამიჯვნა მფლობელობიდან, მარეგულირებელი და პოლიტიკის განმსაზღვრელი ფუნქციებიდან.

და ბოლოს, ფინანსურ სექტორზე მინდა, ვთქვა, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღია, ძლიერია სტაბილური მაჩვენებლები, მაგრამ არის ტენდენციები, რაც შევამჩნიეთ, მაგალითად სამომხმარებლო კრედიტების ზრდა, არის კიდევ სხვა ფაქტორები, რაც არასაბანკო მიმართულებებს უკავშირდება. აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ეს სისტემური რისკების განმაპირობებელი არ უნდა გახდეს და უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით  მონიტორინგი ეროვნული ბანკის მხრიდან. ამ სურათს დავასრულებ იმით, რომ საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა, ძლიერია მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკა არის მყარი. საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, რომ გააგრძელოს, თუმცა არის გარკვეული საქმეები დარჩენილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეს გრძელვადიან პერიოდში. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთგულია საქართველოს დარგობრივი პოლიტიკის რეფორმების, თანამშრომლობის და მხარდაჭერის მიმართულებით“, – განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.