თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით კვლავ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე აშშ დოლარის კურსი თურქულ ვალუტასთან მიმართებით 11 მარტს ვაჭრობის დასაწყისში 0,6%-ით გაიზარდა და დოლარზე 32,0254 ლირა შეადგინა.

ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, სავალუტო რეზერვების შემცირებასთან ერთად, ზეწოლას ახდენს ვალუტაზე, წერს Bloomberg. სავალუტო ბაზარზე მერყეობა მაღალია ამ თვეში ადგილობრივი არჩევნების წინ.

2024 წელს ლირა უკვე შესუსტდა 8%-ზე მეტით, მას შემდეგ რაც 2023 წელს თითქმის 37%-ით დაეცა. თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო თვეებში საპროცენტო განაკვეთის რვა ზრდამ ვერ შეამსუბუქა ზეწოლა ვალუტაზე.

თებერვალში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 15 თვის მაქსიმუმს მიაღწია.