შვეიცარიის ეკონომიკა მეორე კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა. მიზეზი პარიზის ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატებიდან მიღებული გაზრდილი შემოსავალი და ფარმაცევტული და ქიმიური წარმოების ზრდაა.

შვეიცარიის მშპ-ის წლიურმა ზრდამ გადააჭარბა Reuters-ის მიერ პროგნოზირებულ 1.4%-ს, რადგან ორივე სპორტული ღონისძიების სამაუწყებლო შემოსავალი თითქმის გაორმაგდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორების მიერ წარმოებული ეროვნული პროდუქტის წილში.

ვინაიდან შვეიცარიაში არის უეფას და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა, ქვეყანა იღებს დამატებით შემოსავალს სატელევიზიო ლიცენზიების გაყიდვიდან, მარკეტინგის უფლებებიდან და ბილეთებიდან მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

თუ შემოსავლის ამ ნაწილს გამოვრიცხავთ, აპრილ-ივნისში შვეიცარიის ეკონომიკა 1,4%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებულია ოფიციალური პროგნოზს, განაცხადეს ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოში.