რუს ბიზნესმენს, სამველ კარაპეტიანს ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ეს ინფორმაცია კარაპეტიანის ადვოკატებმა გაავრცელეს. იურისტები ახალ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი 18 ივნისს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთების ბრალდებით დააკავეს. ის ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორიციელდება.

ამასთან, კარაპეტიანის წარმომადგელებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ბიზნესმენის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს.