სამშაბათს დილით ოქროს ფასი უმნიშვნელოდ, თუმცა იზრდება, მას შემდეგ, რაც სავაჭრო სესიის დასაწყისში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ნიუ-იორკის Comex ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსების ფასი წინა დახურვასთან შედარებით 1.8 დოლარით, ანუ 0.05%-ით გაიზარდა და ტროას უნციაზე 3,720.8 დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო სესიის დროს ძვირფასი ლითონის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, ტროას უნციაზე 3,728.32 დოლარს მიაღწია.

ამასთან, დეკემბრის ვერცხლის ფიუჩერსები 0.35%-ით გაიზარდა და უნციაზე 43.112 დოლარი შეადგინა.

„განწყობა ძალიან ოპტიმისტურია... ბაზრები ფედერალური რეზერვის მხრიდან განაკვეთის შემცირების იმედოვნებენ. ოქროს პერსპექტივა როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში ძლიერი რჩება“, - ციტირებს Reuters Capital.com Inc.-ის ბაზრის ანალიტიკოსის, კაილ როდას სიტყვებს.

აშშ-ის ფედერალური რეზერვის სექტემბრის სხდომის შედეგები 17 სექტემბერს არის მოსალოდნელი.