კამერამ ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე ელვის დარტყმა დააფიქსირა. ამის შესახებ The New York Post წერს.

ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი შენობაა. მისი სიმაღლე 541 მ-ია.

აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკურ დედაქალაქში ელვა იშვიათი მოვლენაა და მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ტემპერატურა 32 გრადუს ცელსიუსს უახლოვდება.