ამერიკული კორპორაცია Apple-ის წმინდა მოგება 2025 წლის ფისკალური წლის მესამე კვარტალში, რომელიც 28 ივნისს დასრულდა, წინა წლის 21.4 მილიარდ დოლართან შედარებით, 23.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა 94 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია, ხოლო კვარტლისთვის ერთ აქციაზე განზავებულმა მოგებამ 1.57 დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

მიმდინარე ფისკალური წლის ცხრა თვის შედეგების მიხედვით, Apple-ის წმინდა მოგებამ 84.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ანალოგიურ პერიოდში 79 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შემოსავალმა 313.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5.9%-ით მეტია. ერთ აქციაზე განზავებული მოგება წინა წლის 5.11 დოლართან შედარებით 5.62 დოლარამდე გაიზარდა.

Apple-ის დირექტორთა საბჭომ ასევე გამოაცხადა დივიდენდის ოდენობა აქციაზე $0.26-ის ოდენობით.