Samsung-ი 2025 წლის მესამე კვარტალში გლობალური სმარტფონების გაყიდვების ლიდერი გახდა.

IDC Tracker-ის მონაცემებით, ამ პერიოდში შეძენილი იქნა 61.4 მილიონი მოწყობილობა, რაც გლობალური გადაზიდვების 19%-ს შეადგენს.

მომდევნო იყო Apple 18.2%-იანი ბაზრის წილით, ხოლო ჩინური კომპანია Xiaomi 13.5%-ით პირველ სამეულს ასრულებდა.

ამ პერიოდში მსოფლიო მასშტაბით სულ 322.7 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-იან ზრდას წარმოადგენს.