თანამედროვე მარკეტინგში ფართო აუდიტორიაზე ერთი და იმავე გზავნილის მიწოდება ეფექტიანი აღარაა. ახლა წარმატებას ის ბიზნესები აღწევენ, რომლებმაც ზუსტად იციან, ვინ არის მათი მომხმარებელი, სად იმყოფება და რა სჭირდება მას ამ კონკრეტულ მომენტში. სწორედ ამიტომ შეიქმნა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი, პლატფორმა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას და მართოს შეთავაზებები კონკრეტულად შერჩეული სეგმენტისთვის და მაქსიმალური სიზუსტით მიწვდეს მათ.

როგორ შეგიძლია განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია Ads მენეჯერში?

Ads მენეჯერის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მომხმარებელთა სეგმენტები დეტალურად გამოყოთ და შესაბამისად, ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების დაგროვების შეთავაზებებიც მათი ქცევისა და მახასიათებლების მიხედვით გამოაქვეყნოთ. მაგალითად, ასეთი სეგმენტებია:

ინტერესები:

  • შოპინგი;
  • გართობა და კულტურა;
  • განათლება;
  • დასვენება;
  • სახლი და ოჯახი;
  • სპორტი და ჯანმრთელობა;
  • გასტრონომია.

გარდა ამისა, შეიძლება სამიზნე აუდიტორიის შერჩევა სქესის, შემოსავლის, ასაკის ან რეგიონის მიხედვით, რაც კიდევ უფრო ზუსტს ხდის კამპანიას და ცდომილებების ალბათობასაც ამცირებს.

Ads მენეჯერში შეგიძლიათ აუდიტორიის შერჩევა კონკრეტული ბარათის მფლობელების მიხედვითაც, როგორებიცაა SOLO, AmEx, sCool Card, Student Card, Plus Card.

ამ გზით შეთავაზება არა ფართო მასამდე, არამედ ზუსტად იმ ადამიანამდე მივა, ვისაც თქვენი სერვისი ყველაზე მეტად სჭირდება.

Ads მენეჯერის კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია ის არის, რომ შეგიძლიათ განსაზღვროთ, კონკრეტულად რომელ ფილიალებსა თუ ობიექტებში გსურთ შეთავაზების გავრცელება. მაგალითად, თუ გაქვთ მაღაზია რამდენიმე ლოკაციაზე და გსურთ, აქციამ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში იმოქმედოს, ეს ერთი ღილაკის მონიშვნითაა შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, შექმნილი შეთავაზების შესახებ ვრცელდება ისეთ პლატფორმებზე, რომლებსაც 1 700 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ესენია: საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. გარდა ამისა, შეთავაზების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გავრცელდეს საქართველოს ბანკის სოციალური მედიით ან SMS-ით.

გამოცადეთ Ads მენეჯერის შესაძლებლობები და შექმენით პირველი შეთავაზება. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ 2 წუთში.