არქელოგებმა, რომლებიც თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გევერნიკის ციხეში მუშაობდნენ, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ქვეშ აღმოაჩინეს საფლავი, რომელზეც ვარაუდობენ, რომ აშოტ I კურაპალატს ეკუთვნის. ამის შესახებ anatolianarchaeology.net წერს.
არქეოლოგიური სამუშაოები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და ვან იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ტარდება და მას ხელმძღვანელობს დოქტორი ოსმან აითეკინი.
მისი თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა ეკლესიის ქვეშ მიაგნო ორი მეტრის სიგრძისა და 1.8 მეტრის სიგანის სამარხს, რომელშიც არ არის აღმოჩენილი ადამიანის ნეშტი ან ძვლების ნაწილები, თუმცა, მეცნიერის მტკიცებით, საფლავის ადგილმდებარეობა და აღწერილობა შეესაბამება ისტორიულ წყაროებში არსებულ ინფორმაციას.
"შუა საუკუნეების ქართული წყაროები აღნიშანვენ, რომ მეფე აშოტი ამ ეკლესიაშია დასაფლავებული. არქიტექტურული პოზიცია და საფლავის სტრუქტურა ზუსტად ემთხვევა ამ წყაროებს. მეცნიერულად, თურქეთის არქეოლოგიის სახელით ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ მეფე აშოტ I კურაპალატის დასაფლავების ადგილი" – ამბობს პროფესორი ოსმან აიტეკინი.