მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი, და თუ მომხმარებელი პოლიტიკურად მედეგია და ბიზნესი ხედავს, რომ ეს გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს, უკვე ბიზნესიც დარწმუნებულია საკუთარ ხვალინდელ აქტივობაში, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, რომ გაყიდვები იზრდება და ეს ნიშნავს, რომ  მომხმარებელს მომავლის შიში არ აქვს.

„საბოლოო ჯამში მოთხოვნა-მიწოდებიდან, რომ წავიდეთ მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი და მომხმარებელი თუ პოლიტიკურად მედეგია და ბიზნესი ხედავს, რომ გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს ეს, უკვე ბიზნესიც დარწმუნებულია  საკუთარ  ხვალინდელ აქტივობაში. იმიტომ, რომ თუ არ იცვლება გაყიდვები, არ იცვლება მათი ფინანსური მაჩვენებლები მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა და არ იცვლება იმიტომ, რომ მომხმარებლები არ ცვლიან ჩვევას განაგრძონ ინვესტირება უძრავ ქონებაში პირობითად ვიძახი, პირველადი მოხმარების საგნებზე საუბარი არ არის, ერთიანად როცა ურტყამს რასაც ურტყამს ეს არის ე.წ უფრო მაღალი ღირებულების მქონე ნივთები -  ავტომობილები, ბინები და ა.შ.

თუ ვხედავთ, რომ აქ გაყიდვები პირიქით იზრდება კი არ მცირდება, ნიშნავს რომ  მომხმარებელს არ აქვს შიში მომავლის. ნიშნავს იმას, რომ ეს ბიზნესს აძლევს უკვე მეტ სტაბილურობის განცდას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ბიზნეს აქტივობა და ბიზნეს ოპერაციები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.