საქართველოში ონლაინ ვაჭრობის ტემპი თანდათანობით იზრდება, იმატებს ციფრული სავაჭრო პლატფორმების რიცხვი, იზრდება მათი მასშტაბები და იცვლება მომხმარებლების სურვილებიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მარტივი და მოქნილი გახდეს ამ პლატფორმების ყოველდღიური პროცესები. ეს კი, საბოლოო ჯამში, მომხმარებლების კმაყოფილების გარანტი ხდება.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა ბიზნესებს თანხის გაყოფის ფუნქციონალი (Split Payment) შესთავაზა. პროდუქტი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გადალახონ ნავაჭრი თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებული ბარიერები და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ავტომატურად გადაურიცხონ კუთვნილი ნაწილი. პროდუქტის შესახებ საქართველოს ბანკის Product Owner, ლია დარსალია საუბრობს.

„თანხის გაყოფის ფუნქციონალმა კომპლექსური პროცესი, რომელიც მერჩანტებს ხელით უნდა შეესრულებინათ, მარტივად ჩაანაცვლა. მანამდე, ბიზნესებს ნავაჭრი თანხის მექანიკურად გადანაწილება უწევდათ ტრანზაქციის მონაწილეებზე — ვინც ნივთი სავაჭრო პლატფორმაზე განათავსა, კურიერზე თუ სხვა ჩართულ პირებზე. ახლა კი ფინანსური პროცესები ხელით ჩარევის გარეშე, ავტომატურად იმართება, თითოეული მხარე კი კუთვნილ თანხას სწრაფად იღებს“, - აღნიშნავს იგი.

ინიციატივით სარგებლობისას სავაჭრო პლატფორმებმა რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინონ:

  • უნდა ჰქონდეთ საქართველოს ბანკის ანგარიში;
  • შესაძლებელია თანხის მაქსიმუმ 15 ნაწილად გაყოფა;
  • მერჩანტმა გადახდის დავალებაში უნდა მიუთითოს ან თანხის პროცენტული გადანაწილება ან კონკრეტული თანხა, რომელიც უნდა ჩაერიცხოს ტრანზაქციის მონაწილეებს;

პროდუქტს რამდენიმე უპირატესობა აქვს.

„პირველ რიგში, მცირდება შეცდომის ალბათობა, რადგან ხელით გადანაწილებისას ნაცვლად, თანხა ტრანზაქციაში ჩართული ყველა მხარეს ავტომატურად ირიცხება; გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დრო, რომელიც მერჩანტს ამ ინიციატივით ეზოგება. ონლაინ ვაჭრობის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ფინანსებთან დაკავშირებული შეფერხებები ბიზნესის ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს უშლის. პროცესების ავტომატიზაციით კი საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ასრულებს ტრანზაქციებს, არამედ უზოგავს რესურსსა და დროს მერჩანტებს, რათა მათ სერვისების გაუმჯობესებასა და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებაზე მეტად იზრუნონ“, - ამბობს ლია დარსალია.

დაბოლოს, ეს ინიციატივა თანხვედრაშია ციფრული ტრანსფორმაციის გლობალურ ტრენდთან. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის კუთხით მოწინავე კომპანია საქართველოსა და რეგიონში, აწესებს ახალ სტანდარტებს, რომელიც ბიზნესებს აძლევს მეტ შესაძლებლობას და დროს განვითარებისთვის.

აღმოაჩინეთ Payment მენეჯერის შესაძლებლობები ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, ბიზნეს მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში.