ტრამპი გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებს იწყებს - სად აღმოჩნდება საქართვე...
ტრამპის მმართველობის
პერიოდში აშშ-საქართველოს
ეკონომიკურ ურთიერთობებში
ცვლილებები ნაკლებად
მოსალოდნელია. ქართველი
ეკონომისტები ღიად
აცხადებენ, რომ ქვეყნებს
შორის ბოლო პერიოდში,
მდგომარეობა
გაუარესებულია და მისი
აღდგენის ალბათობა
ჯერჯერობით მცირეა. ახლა
მთელი ყურადღება აშშ-კენ
არის მიმართული, სადაც
ახალი პრეზიდენტის
ინაუგურაცია ჩატარდა.
საქართველოსთვის ეს
პროცესები საყურადღეობა
იმ მხრივ, როგორ შეიცვლება
მისი პრეზიდენტობის
პერიოდში გლობალური
ეკონომიკური პოლიტიკა და
როგორ აისახება
საქართველოზე.გასაკვირი
არავისთვის იქნება იმის
მოსმენა, რომ საქართველო
ვერ იქნება რეალური
მოთამაშე და ვერ
განსაზღვრავს თამაშის
წესს, თუმცა როგორმე უნდა
შეძლოს ყურადღების
მიპყრობა და გლობალური
ეკონომიკის ნაწილად ქცევა,
რისთვისაც მხოლოდ ,,შუა
დერეფენი" საკმარისი არ
არის. მთავრობას ბევრად
მეტი ძალისხმევით მოუწევს
ბრძოლა საკუთარი
შესაძლებლობების უკეთ
წარმოსაჩენად, ვიდრე
აქამდე ახერხებდა.აშკარაა,
რომ ტრამპის საერთაშორისო
ეკონომიკური პოლიტიკა
წინამორბედისგან
აბსოლუტურად
განსხვავებული იქნება.
,,ბიზნეს-რეზონანსი"
სპეციალისტებთან ერთად
შეეცადა გარკვევას, რა
შეიძლება მოიმოქმედოს
საქართველომ, რომ ამ
მასშტაბური ეკონომიკის
მნიშვნელოვანი რგოლი
გახდეს. რამდენად
გამოიყენებს არსებულ
შესაძლებლობებს და
მოექცევა თუ არა ტრამპის
ინტერესების არეალში, მით
უმეტეს, როცა ანაკლიის
პორტის მშენებლობა იწყება
და შუა დერეფანში ჩვენი
ქვეყნის ფუნქცია აშკარად
გამოკვეთილია.საქართველოს
ყოფილი ვიცე-პრემიერი
თემურ ბასილია ფიქრობს, რომ
აშშ-თან ურთიერთობაში
საქართველოს პროგრესი
ნაკლებად აქვს, ურთიერთობა
ახლა საგრძნობლად
გაუარესებულია და
მდგომარეობის
გამოსწორების
შესაძლებლობა ჯერჯერობით
არ ჩანს.,,ტრამპს ხანგრძლივ
პარტნიორებთან
ურთიერთობების
შენარჩუნება ნაკლებად
აინტერესებს, ის
დიპლომატიას
ტრანზაქციურად უყურებს,
შესაბამისად, ბუნდოვანია,
მოხვდება თუ არა
საქართველო ამ
ადმინისტრაციის
პრიორიტეტების სიაში.
სამწუხაროდ, საქართველოსა
და აშშ-ს შორის ურთიერთობა
იმდენად შორს წავიდა
არასწორი მიმართულებით,
რომ შეუძლებელია რაიმე
ეკონომიკური
ურთიერთობების
გაუმჯობესებაზე ან
ეკონომიკურ სფეროში
პრიორიტეტებზე საუბარი,
სანამ უმთავრესი
საკითხები არ
გაირკვევა.საქართველო
აღარ არის აშშ-ის
პრიორიტეტებში ბოლო
პერიოდში ურთიერთობების
გაუარესების გამო.
ამიტომაც, უპირველესი
პრიორიტეტი ამ
ურთიერთობების აღდგენა
უნდა იყოს. მხოლოდ ამის
შემდეგ იქნება
შესაძლებელი ეკონომიკური
ურთიერთობების
გაუმჯობესებასა და
პრიორიტეტებზე მსჯელობა
გამართლებული.სამწუხაროდ,
დღევანდელი
გადმოსახედიდან, უახლოეს
პერიოდში ამ
ურთიერთობების აღდგენის
პერსპექტივა ნაკლებად
სავარაუდოა. დღევანდელი
რეალობა ეს არის, თუმცა,
ძალიან მყიფე პერიოდში
გვიწევს ცხოვრება და
შეიძლება სიტუაცია
შეიცვალოს.რაც შეეხება შუა
დერეფანს, განსხვავებით
ნავთობ და გაზსადენების
პროექტებისა, ეს აშშ-თვის
უმნიშვნელოვანეს პროექტთა
ნუსხაში არ არის. იგი უფრო
აზიისა და ევროპის
ქვეყნებისთვის არის
მნიშვნელოვანი", - აღნიშნა
თემურ ბასილიამ
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
საუბრისას.ფინანსისტების
შეფასებით, საქართველოსა
და კავკასიის რეგიონის
მიმართ ტრამპის პოლიტიკა
უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე
ბაიდენის, ამიტომ
განსაკუთრებით
საყურადღებოა, თუ როგორ
ხედავს ტრამპი აშშ-ს
ეკონომიკურ ინტერესებს
საქართველოში და
კავკასიის რეგიონში.
სპეციალისტები ფიქრობენ,
რომ ამერიკის ახალარჩეული
პრეზიდენტისთვის
საქართველო ჯერჯერობიოთ
არანაირ ინტერესს არ
წარმოადგენს და ქვეყანაც
განსხვავებული იმიჯით
უნდა შეეცადოს ყურადღების
მიქცევას. ეს კი, როგორც
ფინანსისტი დავით
წიქარიძე აღნიშნავს,
საქართველომ ერთხელ უკვე
შეძლო, როცა რეგიონში
,,დემოკრატიის შუქურად"
მიიჩნეოდა და ამ მხრივ
წამყვანი სახელმწიფოების
ინტერესების არეალშიც
მოექცა.,,დიდი ურთიერთობა
ამერიკასთან
სავაჭრო-ეკონომიკური
კუთხით ჩვენ არ გვაქვს.
ცხადია, თუ არ ჩავთვლით
ფაქტს, რომ ავტომობილები
ჩამოგვყავს და ღვინო გადის,
ისიც მცირე რაოდენობით. აქ
უფრო ინტერესს იპყრობს
რეგიონალური ინტერესები
პოლიტიკურ ჭრილში.
დახურდავებაში თუ არ
მოჰყვა საქართველო, კარგად
იქნება. შუა დერეფნის
ფუნქციაზე თუ ვიმსჯელებთ,
ქვეყანა საინტერესოა იმ
კუთხით, რამდენად უღირთ
მასთან ეკონომიკური
კავშირის გაბმა. ჩვენ ვერ
ვითამაშებთ ვერანაირ როლს,
მაგრამ უნდა
დავაინტერესოთ, რომ
მოუნდეთ საქართველოსთან
ურთიერთობა.ტრამპის
წინამორბედი
პოლიტიკოსების პოლიტიკა
უფრო იდეოლოგიას
ეფუძნებოდა. ისინი მხარს
უჭერდნენ საქართველოს
იმის გამო, რომ საქართველო
დემოკრატიული ქვეყანაა. ამ
თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანი იყო
გარემოება, რომ საქართველო
რეგიონში ,,დემოკრატიის
შუქურად" მიიჩნეოდა. რაც
შეეხება ტრამპს, იდეოლოგია
მისთვის მთავარი არ არის,
წამყვანი ეკონომიკური
ინტერესებია", - განუცხადა
წიქარიძემ
,,ბიზნეს-რეზონანსს".როგორც
ფინანსისტმა აღნიშნა, ასეთ
ფონზე საქართველოს
ხელისუფლებისთვის
პრიორიტეტები სწორად უნდა
განისაზღვროს და
გააზრებულად იმოქმედონ,
რათა რეალურად შეფასდეს, რა
ინტერესები გვამოძრავებს
და რეალური მოკავშირე
გამოიკვეთოს, რაც
საქართველოს ჯერჯერობით
არ ჰყავს.საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის განცხადებით,
საქართველოს სურს აშშ-სთან
ურთიერთობების
თვისებრივად გადატვირთვა
და სტრატეგიული
პარტნიორობის განახლება
სუფთა
ფურცლიდან.„სამწუხაროდ,
მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე
და ანალოგიურად იყო რთული
პროცესები ჩვენს
ქვეყანაშიც. გვაქვს ძალიან
დიდი იმედი, რომ შემდეგი 4
წელი იქნება თვისებრივად
განსხვავებული, იქნება
ბევრად უფრო მშვიდი
მსოფლიოსთვის და ეს
ყველაფერი, რა თქმა უნდა,
უნდა აისახოს ჩვენს
ქვეყანაზეც.ძალიან
ამბიციური გეგმა აქვს
პრეზიდენტ ტრამპს
გაცხადებული, ეს არის „დიფ
სთეითის“ დამარცხების
გეგმა და ჩვენ გვინდა,
წარმატებები ვუსურვოთ
პრეზიდენტ ტრამპს ამ
საქმეში. ამ ბრძოლაში
წარმატებას ექნება
გადამწყვეტი მნიშვნელობა
საქართველო-აშშ-ის
ურთიერთობების
ნორმალიზებისთვის“, -
განაცხადა
პრემიერმა.წყარო: resonancedaily.com
9:35