ბაზისბანკმა, დისტანციური სერვისების განვითარების ფარგლებში, სრულიად ახალი მობაილბანკი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აპლიკაცია ბევრად გამარტივებულ, უსაფრთხო და მრავალფუნქციურ ციფრულ გარემოს სთავაზობს მომხმარებელს, რაც ყოველდღიური საბანკო მომსახურების მიღებას კიდევ უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის.

ახალი მობაილბანკი შექმნილია დახვეწილი ინტერფეისითა და კომფორტული ნავიგაციით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს ინდივიდუალურად მასზე მორგებული საბანკო პროდუქტები და სერვისები თანამედროვე ციფრული ტენდენციების გათვალისწინებით.

ახალ მობაილბანკში შესაძლებელია:

  • სესხის/საკრედიტო ბარათის მოთხოვნა და ლიმიტის დამტკიცება ონლაინ
  • თანხის გადარიცხვა ან მიღება სხვა ბანკიდან 24/7-ზე მობილურის ნომრით
  • ტრანზაქციის დეტალების ნახვა, საბუთის ჩამოტვირთვა ან გაზიარება
  • ხაზინაში საკუთარი და სხვის ნაცვლად გადარიცხვის ფუნქციონალი
  • ბიომეტრიული მონაცემებით გადარიცხვებისა და გადახდების შესრულება
  • ანგარიშების, ბარათების, სესხების და ანაბრების მართვა
  • თანხის გადარიცხვა როგორც საკუთარ, ასევე სხვა ბანკის ანგარიშებზე – ანგარიშის, პირადი ან მობილურის ნომრით
  • BB დაზღვევის შესახებ დეტალების ნახვა და მარტივად გადახდის შესაძლებლობა
  • კომუნალური და სხვა გადახდები, ჯგუფური გადახდები დაგადახდებზე შაბლონების შექმნა
  • მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტების ყიდვა
  • ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით
  • ბანკთან მიმოწერა სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად

“ახალი მობაილბანკი ჩვენი მომხმარებლების სურვილების და მოლოდინების გათვალისწინებით, სრულად ბანკის შიდა რესურსით შევქმენით. ახალ მობაილბანკში მნიშვნელოვნად გამარტივდა პროცესები და გაუმჯობესდა მომხმარებლის ციფრული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური ბანკინგის განვითარება მუდმივი პროცესია და, ამავდროულად ბაზისბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რათა ეტაპობრივად კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს ახალი პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობისთვის.“ - ბაზისბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკის პროდუქტის მფლობელი, ხატია შავერდაშვილი

გადმოწერეთ ახალი მობაილბანკი და დარეგისტრირდით რამდენიმე წამში

Apple Store-დან

Google Play-დან

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ *9292 ან მოგვწერეთ