გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრუ...
ახალი ფორმატი, ახალ
ლოკაციაზე – Miami Ad School-ი ახლა
სტუდენტებს მადრიდში
მიიღებს. პროგრამა
ერთწლიანია. საქართველოს
ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის
სახელობის სტიპენდია
მოიცავს სწავლის სრულ
დაფინანსებას და ადგილის
ჯავშნის საფასურს (Reservation
fee).რა არის საჭირო ამ
შესაძლებლობის
გამოსაყენებლად? და რა ხდის
განაცხადებს სხვებისგან
გამორჩეულს?ამ კითხვებზე
და საქართველოს ბანკთან
პარტნიორობაზე კრეატიული
დირექტორი და Miami Ad School Madrid-ის
კოორდინატორი, პაულა
კაბანილასი
გვესაუბრება.რატომ
საქართველო და რატომ ეს
პარტნიორობა?Miami Ad School-ში
სჯერათ, რომ გამორჩეული
კრეატიული ნიჭი
გეოგრაფიული საზღვრებით
არ უნდა იზღუდებოდეს.
სკოლის კოორდინატორის
თქმით, ქართველმა
სტუდენტებმა დაამტკიცეს,
რომ ისინი კრეატიულობას
სიღრმისეულად, კულტურული
სიამაყით და იდეების
განვითარების დაუოკებელი
სურვილით
ეკიდებიან.სწორედ ამიტომ,
საქართველოს ბანკთან
თანამშრომლობა ამ
პროცესის ლოგიკური
გაგრძელება იყო.“როდესაც
ქვეყნის წამყვანი
ინსტიტუტი
მომავალკრეატიულ თაობაში
ინვესტიციას აკეთებს, ეს
არისზუსტად ისეთი სიგნალი,
როგორიც ინდუსტრიას
დღესსჭირდება”, - აღნიშნავს
პაულა.მადრიდი - საუკეთესო
ადგილი
კრეატიულიზრდისთვისდღეს
მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი
ყველაზე საინტერესო
კრეატიული დედაქალაქია და
ისეთი გლობალურად
აღიარებული სააგენტოების
სახლია, როგორებიცაა DAVID, Lola,
GUT, PS21 და McCann.“ქართველი
სტუდენტისთვის Miami Ad School
Madrid-იმხოლოდ მაღალი დონის
სწავლას არ ნიშნავს. ეს
არისრეალური შანსი, გახდე
მრავალფეროვანი,
საერთაშორისო კრეატიული
სცენის ნაწილი,
სადაცგანსხვავებულ
კულტურულ ხედვებს
ნამდვილადაფასებენ.
ამასთან, ქალაქი
კომფორტული
დასტუმართმოყვარეა”, -
გვიყვება პაულა.„სწავლა
კეთებით“კრეატიულობაში არ
არსებობს უნივერსალური
სწორი პასუხები, ეს
მათემატიკა არ არის.
ამიტომ, თეორიული
მიდგომები ხშირად ახშობს
შემოქმედებითობას. Miami Ad
School-ში სტუდენტები
პირველივე დღიდან რეალურ
ბრიფებზე მუშაობენ,
რეალური შეზღუდვებითა და
გამოწვევებით.“აქ
ტრადიციული გამოცდები არ
არსებობს. შეფასებაიმავე
პრინციპით ხდება, როგორც
ინდუსტრიაში: შენიიდეების
ხარისხით და მათი დაცვის
უნარით. უკუკავშირი,
რომელსაც სამშაბათს
ლექტორისგან იღებ,
ზუსტადისეთია, როგორსაც
ოთხშაბათს, სააგენტოში
კრეატიულგანხილვაზე
მიიღებდი”, - ამბობს
პაულა.შედეგად,
კურსდამთავრებული არა
მხოლოდ სერტიფიკატს,
არამედ მყარ პორტფოლიოსა
და იმ ადამიანის
თავდაჯერებულობას იღებს,
რომელსაც ეს საქმე უკვე
ნამდვილად აქვს
გაკეთებული.რა გამოარჩევს
შენს პორტფოლიოს?ასობით
განაცხადის განხილვისას,
სკოლის წარმომადგენლები
ტექნიკურ უნარებზე მეტად
არამატერიალურ თვისებებს
ეძებენ – უნიკალურ იდეას,
ძლიერ ისტორიას
სამოტივაციო წერილში ან
თუნდაც დაუმუშავებელ,
მაგრამ ბრწყინვალე
კონცეფციას.“განაცხადებს
ისევე ვუყურებთ, როგორც
რეკლამას – ვეძებთ რაღაცას,
რაც გაგვაკვირვებს და
გვაფიქრებინებს: „ნეტავ ეს
მე მომსვლოდა აზრად“.
ვეძებთ ადამიანებს,
რომლებიც მზად არიან,
გარისკონ და არ ცდილობენ,
უბრალოდ უსაფრთხო გზით
მოგვაწონონ თავი”, -
აღნიშნავს პაულა.სკოლა
ყოველთვის უპირატესობას
ანიჭებს ორიგინალურობას
და არა უნაკლოდ
„დავარცხნილ“
ნამუშევრებს.“ტექნიკური
უნარების სწავლება
შესაძლებელია,
მაგრამგანსხვავებული
ხედვა, პრობლემის დანახვის
უჩვეულოგზა, სწორედ ეს არის
ნიჭის შესანიშნავი
საწყისიწერტილი. ჩვენი
ყველაზე
წარმატებულიკურსდამთავრებულები
სკოლაში
ხშირადარასრულყოფილი
პორტფოლიოებით, მაგრამ
დიდიიდეების წყურვილით
მოვიდნენ”, - ამბობს
პაულა.ქართული კულტურული
კოდი, როგორც
უპირატესობაგლობალურ
აუდიტორიაში, სადაც ბევრი
ნამუშევარი ერთმანეთს
ემსგავსება, კულტურული
თვითმყოფადობა
განსაკუთრებით ფასობს.
სკოლის კოორდინატორის
თქმით, ქართველი
სტუდენტები ინსტინქტურად
გრძნობენ, რომ მათი
წარმომავლობა და კულტურა
აქტივია და არა ის, რაც უნდა
დამალონ ან
გაანეიტრალონ.ხელოვნური
ინტელექტიხელოვნური
ინტელექტი (AI) ინდუსტრიას
გარდაქმნის, თუმცა Miami Ad School-ში
ამას საფრთხედ არ
მიიჩნევენ. პირიქით,
ხედავენ მას, როგორც
შესაძლებლობას ახალი
იდეებისთვის. პაულა ამ
მოვლენას ისტორიულ
პარალელთან
აიგივებს:“როდესაც
ფოტოგრაფია გამოიგონეს,
ბევრი მხატვარიფიქრობდა,
რომ ეს მათი სამყაროს
დასასრული იყო.
სინამდვილეში, სწორედ ამან
მისცა ბიძგი
რეალისტურიმხატვრობიდან
აბსტრაქციონიზმისა და
ავანგარდისკენგადასვლას.
ჩვენთვისაც, AI-მ უფრო
კრეატიულები
უნდაგაგვხადოს და არა
პირიქით”, - გვიყვება
პაულა.სკოლის ხედვით,
მთავარი მაინც იდეა და
კონცეფციაა, AI კი
ინსტრუმენტია, რომელიც
საზღვრების გარეშე, უფრო
მასშტაბურად ფიქრის
საშუალებას იძლევა.
კრეატივი, რომელმაც იცის,
როგორ მართოს AI ზუსტად,
გემოვნებითა და ძლიერი
ხედვით – აი, ვინ არის
მომავლის პროფესიონალი.3
რჩევა აპლიკანტებსდა
ბოლოს, Miami Ad School Madrid-ის
კრეატიული დირექტორი მათ,
ვინც ახლა მუშაობს საკუთარ
განაცხადზე ურჩევს:
შექმენი პორტფოლიო,
რომელიც შენ ხარ. ნუ ეცდები
გამოიცნო, რას ვეძებთ.
გვაჩვენე, როგორ ვლინდება
შენი კრეატიულობა, იქნება
ეს პროფესიულ
საქმიანობაში, პირად
პროექტებში თუ როგორც
თვითნასწავლი ტალანტის
შემთხვევაში. მოგვიყევი
შენ შესახებ. დაწერე ისეთი
„ჩემ შესახებ“ სექცია,
რომელიც დაგვიტოვებს
განცდას: „ამ ადამიანთან
ერთად სიამოვნებით
დავლევდი ყავას.“ უბრალოდ
გააკეთე. ნუ დაელოდები,
სანამ იდეალური პორტფოლიო
გექნება, რადგან ის
არასდროს იქნება იდეალური.
“მთავარია, დაგვანახო
პატარა ნაპერწკალი,
რომელსაცცეცხლად
გადაქცევის პოტენციალი
აქვს”, - ამბობსპაულა.უფრო
მეტისთვის, ეწვიეთ
ბმულს.შეგახსენებთ, რომ
ნიკა გუჯეჯიანის
სახელობისსასტიპენდიო
პროგრამაზე განაცხადების
მიღება დაიწყოდა 8
ივნისამდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაციადა
სარეგისტრაციო ფორმა
ხელმისაწვდომია
ბმულზე.ინფორმაციისთვის,
საქართველოს ბანკმა Miami Ad School
Europe-თან ერთად ნიკა
გუჯეჯიანის(საქართველოს
ბანკის ყოფილი
თანამშრომელი დაMiami Ad School
Europe-ის კურსდამთავრებული)
სახელობის სტიპენდია 2019
წელს დააწესა და ყოველწელს
1 ქართველ სტუდენტს აძლევს
შესაძლებლობას, Miami Ad School-ში
1-წლიან კურსზე
100%-იანიდაფინანსებით
ისწავლოსდეტალური
ინფორმაციის მისაღებად,
ეწვიეთ ბმულს.
1779454860