24 მაისს, Carter’s-ის მაღაზიებში ლიბერთის Visa ბარათით გადახდისას, თქვენ მომენტალურად დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 40%-ს. დასაბრუნებელი თანხის ლიმიტი 100 ლარს შეადგენს. Studio Liberty-ის წევრებისთვის შემდეგი პირობები მოქმედებს - ქეშბექი 50%, ლიმიტი 150 ლარი.

ამასთანავე, მაღაზიაში დამატებით დაგხვდებათ:

  • 30%-იანი ფასდაკლება 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაზე;
  • 20%-იანი ფასდაკლება SKIPHOP-ის შერჩეულ კოლექციაზე, რომელიც ცნობილია თავისი პრაქტიკული და ფერადი საბავშვო აქსესუარებით.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია, ონლაინ ან აპლიკაციაში წინასწარ გაიაქტიუროთ Carter’s-ის შეთავაზება. გაითვალისწინეთ, რომ ქეშბექის პერიოდში შეძენილი ნივთების გაცვლა ან დაბრუნება არ ხდება.

რატომ ირჩევენ მშობლები Carter’s-ს? რადგან ეს გახლავთ ხარისხი, რომელიც თაობებს უძლებს. ბრენდის ერთგულმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ ყოველი ნაკერი, ღილი და დეტალი პატარების მაქსიმალური კომფორტისთვის იქმნება.

ბავშვის კანი განსაკუთრებით სათუთია, ამიტომ Carter’s სამოსის წარმოებაში იყენებს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, სუნთქვად და ჰიპოალერგიულ მასალებს. ტანსაცმელი არ იწვევს კანის გაღიზიანებას და პატარებს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. მრავალჯერადი გარეცხვის, ლაქების ამომყვანებით დამუშავებისა და ინტენსიური მოხმარების შემდეგაც კი, ტანსაცმელი ინარჩუნებს პირვანდელ ფორმას, ფერსა და სირბილეს. ის არ იწელება და არ კარგავს ვიზუალურ მიმზიდველობას.

Carter’s-ის ხარისხი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყიდულობთ სამოსს, რომელიც არა მხოლოდ ერთ სეზონს გაუძლებს, არამედ ხშირად უფროსი დაიკოებისგან თუ ძამიკოებისგან უმცროსებს სრულიად იდეალურ მდგომარეობაში გადაეცემათ.

არ გაუშვათ შანსი, 24 მაისს ისარგებლოთ საუკეთესო ფასდაკლებით, მიიღოთ 40%-იანი ქეშბექი და აჩუქოთ თქვენს შვილებს კომფორტი და ხარისხი.

Carter’s გელოდებათ შემდეგ მისამართებზე:

  • გალერეა თბილისი
  • სითი მოლი საბურთალო
  • სითი მოლი გლდანი
  • გლდანი მოლი
  • თბილისი მოლი
  • ისთ ფოინთი
  • ბათუმი – გრანდ მოლი