კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის 72.89 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 144.28 მილიონი ლარით (0.20%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08% -ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მარეგულირებლის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.14% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.18 მლნ ლარით (0.21%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 55.09 მლნ ლარით (0.18%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.10%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.00 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.40%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 21.16 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.58%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.34 %-ით მეტი).

2026 წლის აპრილის განმავლობაში 1.20%-ით, ანუ 453.23 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 38.24 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით).