ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება

იგი,მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:

მიკრო ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია

https://www.youtube.com/watch?v=Xov32Fqpk_A&t=2s

მცირე ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია

https://www.youtube.com/watch?v=dSi7m0jJ1Cs

ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის

https://www.youtube.com/watch?v=lr-BdiYvLcw&t=11s

ხშირად დასმული კითხვები:

· ფიზიკური პირებისთვის

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1

· იურიდიული პირებისთვის

https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - "RS ჩათი" და "RS ბოტი"  ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს  2 299 299

გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების  წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის  ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე.