დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე „რითეილ ასოციაციის“ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პროდუქციას ყველაზე მეტად დისტრიბუტორები და მათი ხარჯი აძვირებს. როგორც ლაშა რიჟამაძემ განაცხადა, კომისიის განხილვების პარალელურად გაიზარდა ქსელების მხრიდან დისტრიბუტორებისთვის თანხის გადახდის ვადებიც.
„საპარლამენტო კომისიაზე მიმდინარე განხილვებმაც ხაზი გაუსვა, პრობლემა სად არის. ეს პრობლემა „რითეილის“ მხარეს დგას და იმ გადასახადების მხარეს, რომელიც დაწესებული აქვთ მათ. სამწუხაროდ, ამ განხილვების პერიოდში ქსელების ნაწილმა „ქეშბექები“ დამატებით კიდევ გაიზარდა (რაზეც რიგმა ქსელებმა გააჟღერეს, რომ თითქოს დისტრიბუტორი თავად სთავაზობს ამას). მათი მხრიდან გაჟღერდა, რომ თუ ახლა დამატებით არ მისცემენ კიდევ რაღაც პროცენტებს, მიმწოდებელმა უნდა დატოვოს ქსელი“,- ამბობს ლაშა რიჟამაძე.
ზოგმა დამატებით კიდევ 5% მოითხოვა, ვიღაცამ 10% , ან უფრო ნაკლები. გადახდის ვადებიც გაიზარდა. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შესაძლებლობებზე და ისეთი ტიპის რეგულირებაზე, სადაც გადახდის ვადები და დაწესებული გადასახადები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დგას, ხდება მისი დამატებით გაზრდა. ამას საბოლოოდ, უნდა თუ არა, ყველა ასახავს ფასში“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
bpn.ge












