ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება - გია არაბიძე
მისი თქმით, ტარიფის ზრდა
დარგის განვითარებისთვის
და იმპორტის
მინიმიზაციისთვის
საჭიროა."ჩვენს დარგს
ტარიფის მომატება
აუცილებლად სჭირდება, რათა
არსებული პრობლემები
გადაიჭრას, მათ შორის,
ინვესტიციების და
ტექნიკური ნაწილის
გაუმჯობესების კუთხით.
ჩვენს დარგს ასევე, აქვს
სოციალური დატვირთვა და
როდესაც სემეკი ამბობს, რომ
ბალანსი დაცულია -
ყოველთვის ცდილობს
დაიცვას ბალანსი
მწარმოებელს,
ენერგოკომპანიასა და
მომხმარებლებს შორის.
გამოსავალია ის, რომ
მომხმარებლებმა შეძლონ ამ
პროდუქტის მიღება და
გამოყენება, ხოლო
ენერგოკომპანიებმა შეძლონ
მუშაობის
გაგრძელება.დარგის
განვითარების გარდა,
იანვარში 1200 მეგავატამდე
ავიდა ჩვენი იმპორტი,
ამიტომ ამის მინიმიზაცია,
რომ გაკეთდეს აუცილებელია
გენერაციის გაზრდა,
რისთვისაც აუცილებელია
სადგურების მშენებლობა,
ხოლო ამისთვის
აუცილებელია ინვესტიცია.
ამას გარდა, იმისათვის, რომ
სრულფასოვნად შემოვიდეს
ენერგიის განახლებადი
წყაროებიდან ნაწარმოები
ელექტრული ენერგია ჩვენს
სისტემაში, ამისათვის
აუცილებელია სარეზერვო
სიმძლავრეები", - აცხადებს
გია არაბიძე.ცნობისთვის,
სემეკმა დროებითი ტარიფი
დაადგინა, შედეგად
ელექტროენერგიაზე
არსებული ტარიფი შემდეგი 3
თვის განმავლობაში
შენარჩუნდა - აღნიშნული 3
თვე კი, მარტის ბოლოს
იწურება.როგორც 2025 წლის
ბოლოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი კომისიის
თავმჯდომარე დავით
ნარმანიამ ჟურნალისტებს
განუცხადა, პროცესის 3 თვით
გადავადებას
ელექტროენერგიის
გამანაწილებელმა
კომპანიებმა ითხოვეს.
ამასთან, როგორც ნარმანიამ
აღნიშნა, ტარიფებთან
დაკავშირებით
კონსულტაციები ჰქონდათ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრთან.ამ
დროისთვის თბილისში
მცხოვრები აბონენტები,
რომლებიც ყოველთვიურად
0-დან 101 კილოვატამდე
ელექტროენერგიას
მოიხმარენ ერთ კილოვატში
15,041 თეთრს
იხდიან.შეგახსენებთ, რომ 2024
წლის პირველი იანვრიდან,
სემეკის გადაწყვეტილებით,
თბილისის და საქართველოს
რეგიონებისთვის
ელექტროენერგიის
საყოფაცხოვრებო ტარიფები 3
თეთრით შემცირდა.კერძოდ,
თელმიკოს
მომხმარებლებისთვის 0-დან 101
კილოვატის ჩათვლით დენის
ტარიფი გახდა 15 თეთრი 18
თეთრის ნაცვლად, 101-დან 301
კილოვატამდე
მომხმარებლებისთვის 19
თეთრი 22 თეთრის ნაცვლად,
ხოლო 301 კილოვატზე მეტის
შემთხვევაში, ტარიფი გახდა
23.5 თეთრი 26 თეთრის
ნაცვლად."ენერგო-პროს"
მომხმარებლებისთვის 0-დან 101
კილოვატის ჩათვლით დენის
ტარიფი გახდა 14,7 თეთრი 17.7
თეთრის ნაცვლად, 101-დან 301
კილოვატამდე
მომხმარებლებისთვის 15.7
თეთრი 18.7 თეთრის ნაცვლად,
ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც
მოიხმარს მათთვის ტარიფი
გახდა 23.2 თეთრი 26.2 თეთრის
ნაცვლად.
1774526100