გალტ & თაგარტის 10–14 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართულმა კომპანიებმა ლონდონის ბირჟაზე ორნიშნა ზრდა აჩვენეს, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით. განსაკუთრებით დაწინაურდნენ საქართველოს ბანკი და თიბისი, რომლებმაც გასული წლის დანაკარგები თითქმის მთლიანად აინაზღაურეს.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 52.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.20% წინა კვირასთან შედარებით და +16.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.85 - 53.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.12% წინა კვირასთან შედარებით და +34.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 873 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.85 - 42.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.50% წინა კვირასთან შედარებით და +10.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 255 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.98 - 13.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.