საქართველო შრომის ინდექსით პირველ ადგილზე _ ფაქტები ციფრებში. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში წერს.
დუნდუას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველო შრომის ინდექსით პირველ ადგილზე _ ფაქტები ციფრებში
2024 წელს უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდა და სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულ 14,5%-ის ნაცვლად 13,9%-ს გაუთანაბრდა. უმუშევართა რაოდენობამ ჩვენი საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმამდე დაიწია და 227 ათასს გაუტოლდა.
ჩვენს დროში უმუშევართა ყველაზე მაღალი რიცხვი, 21-ე საუკუნის ისტორიული მაქსიმუმი 2012 წელს დაფიქსირდა _ 442,5 ათასი უმუშევარი, რაც 95%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების მმართველობის 12 წელიწადში უმუშევრობა საქართველოში თითქმის განახევრდა. არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 2012 წელს საქართველო უმუშევრობის 12 წლიანი გაუარესებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. 21-ე საუკუნის პირველი 12 წელიწადში ყველაზე მეტად უმუშევრობა სწორედ საქართველოში გაიზარდა. ზრდამ იმ პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა და უმუშევრობის დონე თითქმის 27%-ს გაუთანაბრდა.
2024 წლის მონაცემებით სამუშაო ადგილებზე დასაქმებული, ანუ დაქირავებული პირების რიცხვი (ვინც ხელფასს იღებს და იბეგრება) ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 960 ათასს აღემატება, რაც 2025 წლისთვის მათი რაოდენობის 1 მილიონამდე გაზრდას სავსებით რეალისტურს ხდის.
მსოფლიო ბანკის უახლესი გამოკვლევის, ბიზნესის მზაობის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო შრომის ინდექსით პირველ ადგილზე გავიდა. ანუ ჩვენი ქვეყანა ყველაზე ხელსაყრელ ადგილად აღიარეს შრომითი საქმიანობის ორგანიზებისათვის ბიზნესის მზაობის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილ ოფიციალურ ვებ გვერდზე საქართველოში უმუშევრობის დონის საპრეზენტაციო მაჩვენებლად 11,5%-ს უთითებს (2023 წელი) , ეფუძნება რა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებულ შეფასებას. მართალია, ჯერ 2024 წლის შედეგები იქ ასახული არ არის, მაგრამ ამ მოდელზე დაფუძნებული უმუშევრობის დონე 2024-2025 წლებში ადვილი შესაძლებელია ერთნიშნა რიცხვამდე შემცირდეს და საქართველომ ისტორიულად ღირებული მორიგი მიღწევა დააფიქსიროს", - წერს დუნდუა.
https://www.geostat.ge/.../cate.../683/dasakmeba-umushevroba
https://www.imf.org/.../2024/October/select-country-group